თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2017, 00:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2368,
კომენტარები: 12
მოურინიომ მხითარიანის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა
ჟოზემ მოედანზე ჰენრიხის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.
მოურინიომ მხითარიანის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მოედანზე ჰენრიხ მხითარიანის დაბრუნებას ინგლისის თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის ელის, რომელიც 13 მარტს გაიმართება.

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი გამორჩეული ფიგურა იყო წინა რაუნდში "ბლექბერნ როვერსთან" შეხვედრაში, რის შემდეგაც ევროპა ლიგის მატჩში "სენტ-ეტიენთან" გატანილი ერთადერთი გოლის შემდეგ ტრავმა მიიღო.

ამ ტრავმის გამო შემტევმა ნახევარმცველმა ლიგის თასის ფინალი გამოტოვა და როგორც მოურინიო აცხადებს, იგი ვერც "ბორნმუთთან" ითამაშებს და ვერც "როსტოვთან" პრემიერ ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებში, შესაბამისად.

"მხითარიანი კვლავ ვერ მოახერხებს თამაშს. ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. მჯერა, რომ მომდევნო კვირაში, განსაკუთრებით კი უქმე დღეებზე, კარგად იქნება და დიდ პრობლემას აღარ წავაწყდებით. ბასტიან შვაინშტაიგერს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ ამის გარდა მეტი დაზიანებული ფეხბურთელი არ გვყავს".

მწვრთნელი მომდევნო მატჩებში თავისი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს, რადგანაც კვლავ დატვირთული გრაფიკი მოდის.

"გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ მომდევნო მატჩში თამაში იმ ფეხბურთელსაც კი შეუძლია, ვინც არჩეული არ არის და ეს რეალობაა. მატჩიდან მატჩამდე უნდა მივიდეთ. თუ გადავწყვეტთ, რომ პრიორიტეტი არცერთ ტურნირს არ მივანიჭოთ, რადგანაც ვამბობთ, რომ ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, ვერ ავირჩევთ ერთ შემადგენლობას, რომელიც ერთ კონკრეტულ მატჩს ჩაატარებს და მეორე შემადგენლობას, რომელიც მეორეს ითამაშებს. მატჩიდან მატჩამდე უნდა მივიდეთ და რაც შეიძლება ძლიერები უნდა ვიყოთ".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gogashavishvili
5 მარტი 2017 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ძალიან ცუდია მიკის არ ყოფნა
0
№12
ავტორი: gaga1987
13 მარტი 2017 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: danlashe
ციტატა: Lalana
ციტატა: dento
დონე ხო მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატიც მაღალი დონისაა, ადერ პესეჟე, ლიონი, მონაკო, მარსელი, და ბევრი ძლიერი კლუბია, თან საფარნგეთის ჩემპიონატში დაბალი დონის გუნდები თავს ი****ვენ რასაც ქვია ძლიერ გუნდებთან როცა ხვდებიაან, ინგლისში რო დაბალი დონის კლუბი ჩემპიონატში ძლიერ კლუბს შეხვდება და შეგუებულია წაგებას საფრანგეთში მასე არაა პესეჟეს მონაკოს ლიონს მარსელს ესეთი დაბალი დონის კლუბები დიდ წინააღმდეგობას უწევენ, მაგარი რთულია საფრანგეთში გოლის გატანა

ვერ დაგეთანხმები.ზუსტად მაგ დონის ფეხბურთში ბალოტელი დაფრინავს ინგლისში კი რაც იყო ძაან კარგად ვიცით.მაგ დონის ჩემპიონატში ბენ არფაც დაფრინავდა მაგრამ სხვა ჩემპიონატებში ძაან კარგად მახსოვს როგორი იყო.მაგ ჩემპიონატში იბრა ყოველ წელს ლიდერი იყო ბომბარდირთა დავაში.უკვე მერამდენე წელია ზედიზედ პსჟ იგებს ლიგას?ახლა მონაკოც უწევს კონკურენციას თორემ ლიონი და მარსელი ნამდვილად არ არიან იმ დონის გუნდები რომ პსჟს კონკურენცია გაუწიოს.პრემიერ ლიგას ნუ შევადარებთ მაგ ჩემპიონატს.სულ სხვა დონეა,ან საიდან ის რომ თითქოს პატარა გუნდები აქ შეგუებულნი არიან წაგებას?მსგავსი რაღაც მე ნამდვილად არ მინახავს და ისე მანდ ნიცა უფრო დიდ კონკურენციას წევს ვიდრე ლიონი.

საიდან და უყურე თამაშებს თან ლიონიში დეპაი რაფაელი ლაკაზეტი ვალბუენა და კიდე ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მარსელში კიდე გომისი პაიე ევრა დიარაა და ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა იქაც თან ბალოტელის ინგლისში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი ვიდრე საფრანგეთში, და ბენ არფას ამ სეზონში რამდენი აქვს ისიც ნახე დაფრინავსო ერთი სეზონი წაუვიდა მარტო, მასე კოუტინიოს ინტერში მარტო სამი გოლი ჰქონდა გატანილი და ინგლისში ორ თამაშში გააქვს მარტო სამი გოლი და მაგიტო უნდა თქვა სერია ა პრემიერ ლიგას ჯობიაო, მაგით არ უნდა იმსჯელო ბრატ.

მაგიტო გაიტანა გუშინ ცენტრიდან ))))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top