ჟოზე მოურინიომ "საუთჰემპტონის" თავდამსხმელ მანოლო გაბიადინის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" შესრულებული დუბლის შემდეგ უთხრა, რომ ნამდვილ ჩემპიონს გაუტანა გოლები.
გაბიადინიმ მატჩის დებიუტში გამოიჩინა თავი, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია დუბლის გაფორმებაში.
25 წლის იტალიელი, რომელიც "ნაპოლიდან" 14.6 მილიონ ფუნტად გადავიდა "წმინდანების" რიგებში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამარჯვების გოლამდე შეცვალეს.
"როცა მოურინიოს მსგავსი პიროვნება მოდის შენთან, ხელს გართმევს და გეუბნება, "დიდებულად ითამაშე, ნამდვილ ჩემპიონს ორი გოლი გაუტანე", რაღაც განსაკუთრებულს განიცდი.
მოურინიო გამორჩეული ადამიანია, რომ არაფერი ვთქვათ წარმატებულ მწვრთნელზე. ქარიზმატული პიროვნებაა.