თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2335,
კომენტარები: 11
პოგბა მეტოქის ნახევარზე საუკეთესო მეპასეა
პოლ პოგბას პრემიერ ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს.
პოგბა მეტოქის ნახევარზე საუკეთესო მეპასეა
პოლ პოგბა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში მეტოქის ნახევარზე 1000-ზე მეტი პასი გააკეთა.


ფრანგმა ნახევარმცველმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" რეკორდული 89 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, გადააჭარბა "ლივერპულელი" ჯორდან ჰენდერსონის შედეგს, რომელიც ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება.

"არსენალის" ფეხბურთელი მესუთ ოზილი და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი დავიდ სილვა არიან დანარჩენი ორადორი ფეხბურთელი, რომლებმაც 900-პასიან ნიშნულს გადააჭარბეს, ედენ აზარს, ანდერ ერერასა და ნ'გოლო კანტე კი იმათ რიგებს მიეკუთვნებიან, ვინც 800-ზე მეტი გადაცემა გააკეთა.

პოგბა "იუნაიტედის" ბოლო დროინდელ წარმატებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი მხოლოდ დავიდ დე ხეას ჩამორჩება.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Sh-rati
3 მარტი 2017 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
შეჩვევა 7ნდა ჯერ შემდეგ ორ სეზონში დაგლიჯავს უკვე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top