თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2171,
კომენტარები: 12
"ევერტონის" სპორტული დირექტორი რუნის შეძენის იმედს გამოთქვამს
"იუნაიტედის" კაპიტანს თავის ყოფილ კლუბში იწვევენ.
"ევერტონის" სპორტული დირექტორი, სტივ უოლში "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეცდომა იქნებოდა, მის კლუბს ინგლისელის დაბრუნება რომ არ ეცადა.

რუნის მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" კვლავ ბუნდოვანია, რამეთუ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ბოლო წლებში მას პრაქტიკულად არ ეძლევა თამაშის საშუალება.

თუმცა ინგლისის ნაკრებისა და "წითლების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა საჯაროდ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ აპირებს.

31 წლის ასაკში მთავარი კონსენსუსი ის არის, რომ რუნის ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ევროპული ფეხბურთისთვის.

თავის მხრივ ამ "ბევრი რამით" "ევერტონია" დაინტერესებული, რომელიც, ალბათ, პრემიერ ლიგაში რუნის დატოვების ერთადერთი კანდიდატია "იუნაიტედთან" ერთად.

"უეინ რუნი ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომელსაც ინგლისში უთამაშია და შეცდომა იქნებოდა, რომ მისით არ დავინტერესებულიყავით. თავისი კარიერა ჩვენთან დაიწყო და თუ იქნება მისი დაბრუნების შესაძლებლობა, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ.

თავიდან ბოლომდე კლასია, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი, რაც უეინის შესახებ ითქვა, სიმართლეა. ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის კატეგორიას მიეკუთვნება და რატომ არ უნდა ვიყოთ მისით დაინტერესებულნი? ვფიქრობ, ყველაფერი ეიფორიული იქნებოდა. ბევრ მაისურს გავყიდდით, ამაში ეჭვი არ მეპარება.

მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. უეინს "მანჩესტერ იუნაიტედთან" აქვს კონტრაქტი გაფორმებული და მის რიგებში თამაში გადაწყვიტა. მოვიცადოთ და ვნახავთ, რა მოხდება მომავალში",
- განაცხადა უოლშმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2017 20:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ დღის დედა ვატირე როცა რუნის ვინმე გაყიდის ევერტონში
0
№12
ავტორი: ROI
1 მარტი 2017 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: manuchari
ციტატა: ROI
ის მანიუს ლეგენდაა არ უნდა წავიდეს

კითხე აქ ზოგიერთებს რუნი ემიუს ლეგენდა არ არის და ემიუს სული და გულია

საერტოდ მასეა როცა ყვავის მასჰინ არიქადა რუნიო და აგმერტებენ მეც ვხედავ რუნი ის რუნი რომ ვეგარაა მაგრამ ლეგენდა ლეგენდაა და ყოველტვის მინდა აქ დარცჰეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top