თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2017, 17:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 14
ზლატანი: "როცა მე და ასეთი მწვრთნელი მოგყავთ, იცით, რასაც მიიღებთ"
იბრაჰიმოვიჩი ჩვეულ სტილში უსვამს ხაზს თავის მნიშვნელობას.
ზლატანი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "უემბლი" მომღიმარი სახით დატოვა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო იმის შემდეგ, რასაც მისი გოლების წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახიფათო და მონდომებულ "საუთჰემპტონთან" მიაღწია.

შვედმა 90 წუთში ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, როცა ჯერ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, შემდეგ კი თავური გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში 3-2 დააფიქსირა.

კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ იბრაჰიმოვიჩი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა, ამის შემდეგ კი "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდსაც მისცა ინტერვიუ.

"კარგი გრძნობაა და მეც კარგად ვგრძნობ თავს. ტიტულების მოგება ყოველთვის საოცარია, მაგრამ განსაკუთრებულია, როცა "უემბლიზე" იგებ. დიდებული ატმოსფერო, 85 ათასი ადამიანი... ფინალს ყოველ კვირაში არ თამაშობ და ვერ იგებ. უკვე მეორედ ვართ აქ და მეორე ტიტული მოვიგე კლუბთან ერთად, სუპერ ბედნიერი ვარ.

აქ ამიტომაც მოვედი. მე გამარჯვებისთვის გადმოვედი. კლუბში მოსვლის დღესვე სწორედ ეს ვთქვი და არ მოვქცეულვარ სხვების მსგავსად, რომლებიც ლაპარაკს მხოლოდ ტიტულის მოგების შემდეგ იწყებენ. მე ჯერ ვამბობ, მერე კი ვაკეთებ, ესაა დიდი სხვაობა.

ვფიქრობ, მწვრთნელიც გამარჯვებისთვის მოვიდა. როცა ასეთი მწვრთნელი მოგყავს, იცი, რასაც მიიღებ და როცა მე მოგყავარ, იცი, რასაც მიიღებ.

ყოველი ტიტული განსაკუთრებულია, ყოველი ტიტული მნიშვნელოვანია, სწორედ ამისათვის ვთამაშობთ. კონკრეტულად ერთი ტიტულისთვის არ ვიბრძვით, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ერთ ტიტულს იგებენ - მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა... მერე კი ვეღარაფერს აღწევენ. ყველა ტიტული უნდა მოიგო, რომლისთვისაც თამაშობ. მე სწორედ ამას ვაკეთებ.

კიდევ სამი ტიტულისთვის ვთამაშობთ. ბევრს ვშრომობთ. გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, როცა ტიტულს იგებ, უფრო თავდაჯერებული ხდები და სტატისტიკა თავად მეტყველებს ყველაფერზე - ხუთი თასის მოგება შეგვეძლო, ორი უკვე ჩვენია და დანარჩენი სამისთვის ვიბრძვით. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება."




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: buta
28 თებერვალი 2017 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მიდი იბრა ლომო
0
№12
ავტორი: gaga1987
28 თებერვალი 2017 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ibra she masxara :D
0
№13
ავტორი: stepno
28 თებერვალი 2017 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტრაბახა wink ისე მართალიააა love
0
№14
ავტორი: shotkin
1 მარტი 2017 05:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: tyeshela1
თუ ეგეთი მაგრებიხართ EFL კიარა EPL მოგეგოთ

ხუმრობ ხო?))) ეპლს დიდი ალბათობით მოიგებდნენ კიდეც და როგორც მინიმუმ ჩელსისთან დიდი ორთაბრძოლა იქნებოდა ამ ფორმაში როყოფილიყვნენ სეზონის პირველი ნახევრიდან, მარა პოგბა იბრა მხითო ეს სამი კაცი რამხელა.ძალაა ხედავ კარგსდ და იმისგათვალისწინებით რო სომეხმა დეკემბერში დაიწყო თამაში და პოგბას და იბრას ადაპტაციისთვის გარკვეუკი დრო დაჭირდათ არაა გასაკვირი თორე თავიდანვე შეთამაშებული კამანდა როყოფიკიყო ამ ტურნირსაც დადებდნენ ბოლო ბოლო 4 თვე არაგებენ ეპლში და მომავალი წლიდან უკვე შეთამაშებულები როიქნებიან მშვენიერი სტარტიც ექნებათ ესა და ეს ფრეებზე აღარ ვლაპარაკობ და იმდროინდელ მსაჯობაზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top