თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2017, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2264,
კომენტარები: 11
იბრა: "მე ლომი ვარ"
ზლატანმა თავის ასაკთან შეუსაბამობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
იბრა:
მუდმივად მზადმყოფი თვითშეფასებისა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავს ლომს უწოდებს, რათა თავის თამაშთან შეუსაბამო ასაკს ხაზი გაუსვა.

ლეგენდა, მეფე, ღმერთი, ინდიანა ჯონსი - ეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა, რომელმაც იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი თავის შესაფასებლად გამოიყენა.

35 წლის ფეხბურთელმა კი ამ ნუსხას ცხოველიც შემატა და "საუთჰემპტნთან" ლიგის თასის ფინალში გატანილი დუბლის შემდეგ განაცხადა, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც ლომი.

"რაც მე მოვიტანე ჩემთან ერთად, ჩემი პაკეტია. მე მოვიტანე ჩემი გამოცდილება, რომელიც სხვა კლუბებში დავაგროვე, ჩემი მიღწევები, ჩემი პიროვნება მოვიტანე აქ.

მე ცხოველი ვარ. თავს ლომივით ვგრძნობ. ლომი ყოველთვის ლომობისთვის იბადება. ეს ნიშნავს, რომ მეც ლომი ვარ!

თავს კარგად ვგრძნობ. ბევრს ვვარჯიშობ. ადამიანებმა, ვინც კულისებიდან მიცნობენ, იციან, რომ ბევრს ვვარჯიშობ.

ყოველ სეზონში მიზანს ვისახავ. ამ მიზნის მისაღწევად კი ვარჯიში მჭირდება და ვარჯიშზე დაზიანებაც, რადგან მიზანს სწორედ ასე ვაღწევ.

მე ძველ სკოლას მივეკუთვნები, სადაც ბევრს შრომობდნენ და იღებდნენ იმას, რასაც მძიმე შრომისგან იღებენ და არა სკოლას, სადაც ყველაფერ სასურველის მიღება ადვილია",
- განაცხადა შვედმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
1 მარტი 2017 06:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მიდი და არდაეთანხმოო მარრთლა ლომია. მჯერა რო40 წლამდე ითამაშებს მაგრამ ახლა იყო 25ის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top