თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2017, 12:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2161,
კომენტარები: 12
მატა: "იუნაიტედში" დიდხანს დავრჩები"
ესპანელს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
მატა:
ხუან მატას "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი ასპარეზობის ვადის გახანგრძლივება სურს.

2014 წლის იანვარში "ჩელსიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ ხუანმა 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში და ინგლისის თასთან ერთად ქომუნითი შილდი მოიგო.

28 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობისას "ოლდ ტრაფორდზე" ბუნდოვან მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, კონტრაქტი 2017/18 წლების სეზონის ბოლოს ეწურება და იმედს გამოთქვას, რომ შეთანხმების გახანგრძლივებას შეძლებს.

"ჩემი კონტრაქტის მიხედვით ორი წელი დამრჩა და ვისურვებდი, რომ ამის შემდეგაც "იუნაიტედში" დავრჩენილიყავი.

აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ჩემი მოსვლის შემდეგ ინგლისის თასი და ქომუნითი შილდი მოვიგეთ, ახლა კი კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს.

ვფიქრობ, გულშემატკივარი რთულ პერიოდშიც კი საოცარ მხარდაჭერას გვიცხადებს და წარმომიდგენია, რა იქნება, პრემიერ ლიგა ან ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგოთ მომდევნო წლებში. საოცრად აღნიშნავენ, ამიტომ სულ ამაზე ვფიქრობ",
- განაცხადა ესპანელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2017 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Imedia didxans darcheba❤️
0
№12
ავტორი: stepno
27 თებერვალი 2017 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imediaa agnishnaav xuaan
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top