თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 20:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2101,
კომენტარები: 12
მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩი ახლა უკეთესი ფეხბურთელია"
ჟოზეს მიაჩნია, რომ ზლატანი 40 წლის ასაკშიც კარგად ითამაშებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეაქო და მასზე საუბრისას აზრი გამოთქვა, რომ ახლა გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე "ინტერში" ყოფნისას იყო.

"იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ იბრაჰიმოვიჩი შთამბეჭდავ ფორმაში იმყოფება და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. თავდამსხმელის პირდაპირი მოვალეობის შესრულების გარდა მოურინიო შვედის თამაშითაც არის მოხიბლული.

"ვფიქრობ, გაცილებით უკეთესია ახლა, ვიდრე "ინტერში" ყოფნის დროს. უფრო გაწონასწორებულია, უფრო ჭკვიანია და უფრო კარგად ესმის თამაში. არა მხოლოდ შემსრულებელია, არამედ გოლებსაც ქმნის.

ლიდერია. განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და ზრუნვას იჩენს ახალგაზრდა ბიჭების მიმართ. ფიზიკური თვალსაზრისით 40 წლამდე ითამაშებდა.

მაგრამ საქმე მხოლოდ ფიზიკურობაში არ არის. მენტალურობასაც აქვს მნიშვნელობა. ერთ დღეს თავის გადაწყვეტილებას მიიღებს და საფეხბურთო სამყარო ამას შეეგუება. რასაც ის აკეთებდა, ფენომენალურია. მაგრამ ერთ დღეს გაიღვიძებს და იტყვის, რომ საკმარისია.

გაუმართლა, რომ თავის კარიერაში სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მაგრამ შეუძლებელი არაფერია, "იუნაიტედში" კიდევ სამი ან ხუთი წელი შეძლებს თამაშს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: michael owen
26 თებერვალი 2017 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
იბრამ აქ უნდა დაამთავროს კარიერა
0
№12
ავტორი: gaga1987
26 თებერვალი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
2weli minimum darvheba vfikrob
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top