თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 12:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 11
პიუელი: "მხითარიანის არყოფნა კარგი ამბავია"
"საუთჰემპტონის" მწვრთნელი მოხარულია, რომ ჰენრიხ მხითარიანი ფინალში ვერ ითამაშებს.
პიუელი:
"საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კლოდ პიუელმა აღიარა, რომ ლიგის თასის ფინალში ჰენრიხ მხითარიანის არყოფნა ახარებს.

რთული პერიოდის გამოვლის შემდეგ სომეხი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდის განუყოფელ ნაწილად იქცა და ბოლო კვირებში ხშირად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში.

ევროპა ლიგაზე "სენტ-ეტიენთან" მატჩში გატანილი გოლის შემდეგ ჰენრიხმა ტრავმა მიიღო, რის გამოც "უემბლიზე" გასამართ ფინალს გამოტოვებს.

პიუელი ამ ამბავს მისი გუნდისთვის დადებითად მიიჩნევს, რამეთუ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა მხითარიანი.

როცა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, კარგი ამბავია თუ არა მხითარიანის არყოფნა, "წმინდანების" მწვრთნელმა უპასუხა: "დიახ, ნამდვილად. მაგრამ მათ იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ გუნდში, რომ მისი შეცვლა არ გაუჭირდებათ".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მიკიმ დაისვენოს ისეც მოვა ტიტული love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top