თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2605,
კომენტარები: 14
მოურინიო რანიერის გაძევებას გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიოს მრავლისმთქმელი პოსტი სოციალურ ქსელში.
მოურინიო რანიერის გაძევებას გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიომ სოციალურ ქსელში კლაუდიო რანიერის საგულისხმო პოსტი მიუძღვნა მას შემდეგ, რაც იტალიელი "ლესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა ხუთშაბათს საღამოს ოფიციალურად განაცხადეს, რომ რანიერი "მელიებს" აღარ გაწვრთნის.

შარშან მიღწეული წარმატების შემდეგ რანიერის შეგირდებს მიმდინარე სეზონში ცუდად მისდით საქმე და 25 მატჩში მოპოვებული მხოლოდ 5 გამარჯვების შედეგად მე-17 ადგილს იკავებენ.

გარდა ამისა, "ლესტერი" ინგლისის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, როცა "მილუოლთან" მეხუთე რაუნდში მარცხდი განიცხადა. თუმცა, "მელიები" ჯერ კიდევ ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც "სევილიასთან" საპასუხო მატჩის გასამართად ემზადებიან.

პრემიერ ლიგაში ჩემპიონობის მიღწევის შემდეგ რანიერი FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი ეს მიღწევები დავიწყებულია კლუბის ხელმძღვანელობის მიერ, თუმცა არა ჟოზე მოურინიოს მიერ.

54 წლის პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში თავისი კოლეგის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა

მოურინიო რანიერის გაძევებას გამოეხმაურა


"ინგლისის ჩემპიონი და FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი დაითხოვეს. ეს არის დღევანდელი ფეხბურთი, კლაუდიო. ღიმილი არ შეწყვიტო, ამიგო. ვერავინ წაშლის ისტორიას, რომელიც შენ დაწერე".
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
24 თებერვალი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Amigoo :-D ise rogor gaushves??
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
24 თებერვალი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მალადეც მოუ შენ ევროპა დაგვიდე ლიგაზე გაგვიყვანე ეს თასი მოგვაგებია სოტონთან და ჩელსის გაცდი მარტო FAდან ემას ვითხოვ თორე ამ ჩელსის ფანებს დაავიწყდა ვინ არის მანჩესტერი და გაახსენე რო N 1 ვართ ინგლისში
0
№13
ავტორი: Shota Blues
24 თებერვალი 2017 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ჟოზე ჯიგარი ხარ !
0
№14
ავტორი: blezera
26 თებერვალი 2017 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ზაბოჟნიკებით დამლაგებლებით და ხელოსნებით სავსე გუნდს კაცმა პრემიერ ლიგა მოაგებინა და სულ რო გავარდნილიყო ლესტერი სათქმელი მაინც არაფერი უნდა ჰქონოდათ, ბოზები ასე უხდიან რანიერის მადლობას რაც გააკეთა მაგ ცენზურაები, საღოლ ჟოზე შენი სიტყვები მაგრად დამევასა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top