თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2017, 11:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2943,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" "უემბლიზე" რეკორდს გაიმეორებს
კვირას "იუნაიტედი" "არსენალის" შედეგს გაუთანაბრდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას ლიგის თასის ფინალის გასამართად "უემბლიზე" ჩავა, სადაც ტიტულის მოგებას ეცდება და რეკორდულ შედეგს გაიმეორებს.

"იუნაიტედმა" 48-ჯერ ითამაშა ეროვნულ სტადიონზე, მომდევნო შეხვედრა კი 49-ე იქნება, რაც "არსენალთან" ერთად საუკეთესო შედეგის ტოლფასია. "უემბლიზე" ჩატარებული მატჩებით მესამე ადგილზე "ლივერპული" იმყოფება, რომელმაც 38-ჯერ იასპარეზა აქ, ხოლო შემდეგი სიაში ლონდონური კლუბები "ტოტენჰემი" და "ჩელსი" არიან 30 და 29 მატჩით შესაბამისად.

"იუნაიტედის" მიერ ჩატარებული 48 მატჩიდან 6 ლიგის თასის ფინალზე მოდის, მათგან 3 კი "წითლებმა" მოიგეს, 18-18 მატჩი ინგლისის თასისა და ქომუნითი/ჩერითი შილდის ფინალებზე მოდის, ხოლო 4 მატჩი ინგლისის თასის ნახევარფინალებზე.

დანარჩენი 2 შეხვედრა კი ევროპული თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალებზე მოდის, რომლებიც 1968 და 2011 წელს კონტრასტული შედეგით დასრულდა.

ჟოზე მოურინიოს შეგირდებს მიმდინარე სეზონში "არსენალის" გადასწრების შანსი აქვთ, თუკი ინგლისის თასზე "ჩელსის" დაამარცხებენ და ნახევარფინალში გავლენ, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ფინალში კვლავ "უემბლიზე" თამაშის შანსი ექნებათ.

"უემბლიზე" ჩვენი შედეგი საკმაოდ წარმატებულია, რამეთუ ჩატარებული 48 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ 15 წააგო, საერთო ჯამში კი 17 გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, რაც პროცენტულად 43.75-ს შეადგენს.

წყარო: manutd.com
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
24 თებერვალი 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
4საათზეა კენჭისყრა
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2017 15:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამ სეზონში კიდე თუ ვითამაშებთ უკეთესი იქნება wink
0
№13
ავტორი: stepno
24 თებერვალი 2017 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Damtavrdeboda kenchisyra ukvee :-)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top