თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 22:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3159,
კომენტარები: 15
რუნი: "იუნაიტედში ვრჩები"
უეინ რუნიმ ჩინურ კლუბებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარები გააკეთა.
რუნი:
უეინ რუნიმ ჩინეთის სუპერ ლიგაში მოასპარეზე გუნდების თაობაზე გავრცელებულ ჭორებს უპასუხა და დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს.

მიმდინარე კვირაში რუნის აგენტი, პოლ სტრეტფორდი ჩინეთში იმყოფებოდა, რათა მოლაპარაკებები გაემართა ჩინურ კლუბებთან, რომლებიც ინგლისის კაპიტანს პრემიერ ლიგის დატოვების ვარიანტს სთავაზობენ.

ჩინური სატრანსფერო ფანჯარა თებერვლის ბოლომდე ღიაა, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა აღიარა, რომ "ოლდ ტრაფორდის" დატოვება არ სურს და "წითლებს" დაეხმარება.

პრეს-ასოციაციასთან საუბარში რუნიმ განაცხადა: "მიუხედავად ინტერესისა, რომელიც სხვა კლუბებმა ჩემდამი გამოავლინეს, რის გამოც მოხარული ვარ, გავრცელებულ ჭორებს ბოლოს მოვუღებ და ვიტყვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვრჩები.

იმედი მაქვს, სრულიად მივიღებ მონაწილეობას გუნდის დახმარებაში, რაც ნამდვილად სჭირდებათ ოთხ ფრონტზე ბრძოლის პროცესში. კლუბი ამაღელვებელ პერიოდში იმყოფება და მეც ამის ნაწილი ვარ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
24 თებერვალი 2017 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჯიგარი ხარ შრეკ

ციტატა: dunkan
სიმართლე რო ვთქვა ყველა ვხვდებით რომ რუნი ბერდება. ამ ფორმაციის მანჩესტერში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია და ახლა არ დაიწყოთ ზოგმა რო ჩაიხვია ხელფასის მომატებაზე რო ბაზრობდაო და წასვლა უნდოდაო.ყველას ქონია რთული მომენტი და გიგზსაც ქონდა ეგეთი პერიოდი მარა მაგას დავანებოთ თავი(თან ყველა სიტყვას ნუ დაიჯერებთ რასაც მოისმენთ და წაიკითხავთ)რუნის ვერავინ გააჩერებდა ძალით რომ არ ყვარებოდა მანჩესტერი და ამითომ ითამაშა აქ 14 წელი,ამ დროში უამრავი ტიტული მოიგო გუნდმა და რუნის როლი ამაში უდიდესია სხვებთან ერთად.მეოთხე წელია რაც ფერგიუსონი წავიდა მაგრამ სანამ რუნი გუნდშია ასე მგონია მისი ეპოქა ჯერ არ დამთავრებულა და როცა რუნიც წავა მერე ესეც დამთავრდება უკანასკნელი მოჰიკანია რა.დანარჩენი ფეხბურთელები ვინც დღეს აქაა უბრალოდ დიდ ხელფასზე მომუშავე ტიპები არიან ჩემთვის და სხვამ რო უკეთესი პირობები შესთავაზოს 90პროცენტი ყველა წამსვლელია.ადრე ეს გუნდიც მიყვარდა და ისინიც ვინც აქ თამაშობდა იმიტო რო სხვა ხალხი იყო და მოგებაც სხვანაირად უხაროდათ და წაგებასაც სხვანაირად განიცდიდნენ ახლა მარტო გუნდის მევასება იმიტო რო გენიალური ხალხი თამაშობდა ამ გუნდში და დიდი ისტორია შექმნეს თავიანთი შრომით და მარტო ფულით გუნდი არ აუშენებიათ.დღეს რო გუნდში გიგზი,სკოულზი,კანტონა ან კინი ყოფილიყო რუნის წასვლა არც გამიტყდებოდა მარა რო ვუყურებ რუნიც არ არის დიდად ლიდერი და კაპიტანი და ესეც რო წავა გუნდში ვიღა რჩება?ტურისტები დღეს რო აქ არიან და ხვალ რო სადღაც გაიქცევიან ისეთი ხალხი ზოგი კიდე იმისთვის მოდის რო კარიერა აქ დაამთავროს და 1-2ტიტულიც იქნება მოიგოს ასეთი რამე გრანდებში არ ხდება

ასიანი ხარ ძმი
0
№12
ავტორი: kashmara
24 თებერვალი 2017 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ჩემი სიამაყე
0
№13
ავტორი: stepno
24 თებერვალი 2017 03:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Echvi amashi arasodes shemparvia. Yvelaze ertguli amaze metad vis uyvars manchesteri :-)))
0
№14
ავტორი: ROONEY-RUNI
24 თებერვალი 2017 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ეგრე რა არსადაც არ უნდა წახვიდე აქ დარჩები როგორც მანიუს ლეგენდა და ჯერ კიდევ შეგიძლია გუნდ დაეხმარო აი მაგალითად თასზე მხითო და კერიკი არ არის და იდელური შემცვლელია ორივეში 10 იანზე ვიხილავთ ჩემის აზრით და ბრწყინვალე თამაშ შემოგვთავაზებს
0
№15
ავტორი: Best 7
25 თებერვალი 2017 09:05
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჩვენთან დაასრულოს კარიერა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top