თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 15:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2324,
კომენტარები: 16
სქოულზი: "კერიკმა ახალი კონტრაქტი დაიმსახურა"
სქოულზი "იუნაიტედს" კერიკისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ურჩევს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი თვლის, რომ "წითლებმა" ვეტერან მაიკლ კერიკს კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივონ.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კერიკის უნარებს მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად იყენებს, ორი კვირის წინ კი მიანიშნა, რომ 35 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სქოულზის აზრით, "ეშმაკებმა" აუცილებლად უნდა გაახანგრძლივონ კერიკთან თანამშროლობა: პირველ რიგში იმიტომ, რომ კერიკი დადებითად მოქმედებს თანაგუნდელებზე, მეორე - მისი როლი მისი ფიზიკური მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს.

"უკამათოდ, მაიკლმა დაიმსახურა "იუნაიტედში" კიდევ ერთი წელი. თავის ძალებს უქმად არ ხარჯავს და ყოველთვის საჭირო ადგილზეა. კერიკი დადებითად მოქმედებს პოგბასა და ერერაზე, მათთან ერთად შესამჩნევად უკეთ თამაშობს.

როცა "იუნაიტედში" ვთამაშობდი, ძალიან იღბლიანი ვიყავი, რომ ამ ბიჭთან ერთად თამაში მოვახერხე. კერიკის იმედი ყოველთვის მქონდა, სხვის ზონაში როცა მივდიოდი, ვიცოდი, რომ მაიკლი დამიცავდა. ყოველთვის შეეძლო შენი დაზღვევა.

იმ ფეხბურთელებს არ მიეკუთვნება, რომლებიც საფეხბურთო მოედანზე გადაიწვებიან. მაიკლს თამაშის კონტროლი უყვარს და ყოველთვის იცის, რომელიც ზონა დაიკავოს. როცა შემადგენლობაში დაბრუნდა, "იუნაიტედმა" 17-18 მატჩი ჩაატარა წაუგებლად. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს",
- განაცხადა სქოულზმა.

წყარო: express
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
23 თებერვალი 2017 17:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
amas tu ar gauxangrdzliva ravici..gundshi sadac felainia da tundac erera iyos da keriki shvaina gaeshva ravi..aramgonia mous es sheeshalos..aravize naklebad tu bevrad kargad ara ar tamashebs..chemtvis y velaze sayvareli pexburteli dgevandel manchestershi
0
№12
ავტორი: kashmara
23 თებერვალი 2017 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Ara dzmao komntari edo vigacas chven gundze realis baleshiks da magas mivwere... neta iyos ese xo ar gagvdarcvadnen... perrsis cols shvils.....
0
№13
ავტორი: gela-manutd
23 თებერვალი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კაია კერიკას სანამ შეეძლება თამაში მინდა რო აქ იყოს
0
№14
ავტორი: JuanMata
23 თებერვალი 2017 20:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თავისუფალ აგენტად რატომ უნდა გაუშვან?

არა მგონია კერიკი უკმაყოფილო იყოს თავისი მდგომარეობით, ყველა მატჩს მაინც ვერ ჩაატარებს, გუნდს აშკარად ადგება მოუც ხშირად ათამაშებს, ან გააგრძელებს კიდევ კონტრაქტს, ან კარიერას დაასრულებს.
0
№15
ავტორი: MU RED
23 თებერვალი 2017 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
კიი ამ კაცს ეკუთვნის ერთი წელი კიდეე
0
№16
ავტორი: ROI
23 თებერვალი 2017 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ოოოო კერიკზე ვგიჯდები დზაან მაგარიაა ვფიქრობ ერტი სეზონი კიდევ მაგრად იტამასჰებს იმიტომ რომ კლასნია ესეტი ფეხბურტელები ბევრს არდარბიან უბრალოდ კლასის ხარჯზე არიან დზალიან მაგრები მევასები კერიიკ:*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top