ფრანკ კესიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის საოცნებო კლუბად დაასახელა.
"ატალანტაში" წარმატებული ასპარეზობის შედეგად ნახევარმცველს რამდენიმე სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ, თუმცა სერია A-ს გუნდმა იანვარში ყველა შეთავაზება უარყო.
"ჩელსი" და "იუნაიტედი" იმ კლუბთა შორის არიან, რომლებიც კესისადმი ინტერესს გამოხატავენ, თავად ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში ასპარეზობის შესაძლებლობით მოხარულია.
ფრანკის თანაგუნდელი ალეხანდრო გომესი მიიჩნევს, რომ კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი საბოლოოდ "რომას" აირჩევს, მაგრამ კესი აცხადებს, რომ "იუნაიტედში" გადასვლა ურჩევნია.
"აფრიკის თასზე ყოფნისას "რომას" შესახებ არავითარი ჭორები არ გამიგია, ამიტომ მთლიანად ჩემს თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული.
მომწონს პრემიერ ლიგა და კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც ჩემი საოცნებო კლუბია.
"ჩელსი"? ესეც დიდი კლუბია, ვერავინ იტყვის იქ გადასვლაზე უარს, მაგრამ მე "იუნაიტედზე" ვოცნებობ", - განაცხადა კესიმ.