თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2017, 00:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3241,
კომენტარები: 18
მოურინიომ კერიკისა და მხითარიანის მდგომარეობაზე ისაუბრა
მთავარმა მწვრთნელმა "იუნაიტედის" დუეტის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოურინიომ კერიკისა და მხითარიანის მდგომარეობაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ტრავმირებული ჰენრიხ მხითარიანისა და მაიკლ კერიკის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"სენტ-ეტიენთან" მატჩში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა 25-ე წუთზე მარკუს რეშფორდს დაუთმო ადგილი მოედანზე, სასტარტო შემადგენლობაში გამოსული მაიკლ კერიკი კი 62-ე წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერმა ჩაანაცვლა.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედის" დუეტის მდგომარეობის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მხითარიანს ბარძაყის ტრავმა აქვს, ხოლო კერიკს წვივის. სამი დღე ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ლიგის თასის ფინალამდე გამოჯანმრთელება მოასწრონ.

ვფიქრობ, ჰენრიხიც და მაიკლიც მატჩს მიღმა დარჩებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გამოთქმული აზრია და არა ჩემი მედიკოსების ცოდნაზე ან გამოკვლევებზე დაფუძნებული, რაც ხვალ ჩაუტარდებათ. ვფიქრობ, შანსი არ აქვთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. წვივი და ბარძაყი, მცირე ტრავმაც რომ იყოს, მაინც დაზიანებაა და ვერ ითამაშებენ!

სახლიდან რომ გახვალ, ყოველთვის შეიძლება დაშავდე, ვერ მიხვდები სად, ან როდის მოხდება ეს. ამდენი მატჩის ჩატარების შედეგიც სწორედ ეს არის. მაგრამ როცა ვინმე გვაკლია, სხვები იღებენ შანსს.

ფინალში მათი არყოფნა ძალიან ცუდია, მაგრამ მარუან ფელაინიმ და ბასტიანმა, ადამიანებმა, რომლებიც ცოტას თამაშობენ, დღეს კარგი პასუხი გამცეს."




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
23 თებერვალი 2017 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Eeeeee kaii raaa
0
№12
ავტორი: PaLoMo
23 თებერვალი 2017 02:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
პრემყერლიგაში ბორმუთტან იქნება მემგოი მიკი :__:
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: kobinio
23 თებერვალი 2017 02:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მარსიალი ჩაანაცვლებს სომეხს და კერიკი ისეც არ ყავდა სასტავში მოაზრწბული.ყოველშემთხვევაში ერერას ათამაშებს და შვაინი თადარიფში იქნება ასე მგონია
0
№14
ავტორი: MU RED
23 თებერვალი 2017 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
მიკი დაგვაკლდება ფინალში ძალიან
0
№15
ავტორი: stepno
23 თებერვალი 2017 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რთული ტრამვაა არ არის მაგრამ ფინალშI რო არ იქნება ეგ ტეხავს სასწაულად
0
№16
ავტორი: leluk
23 თებერვალი 2017 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ეს კაცი იდიოტიაა თან მაგარი რააა... გუშინ რა აუცილებლობა იყო მხითარიანს ეთამაშა, ისეთი შემადგენლობა დააყენა თითქოს არიქა 3-0 ამათ ქონდეთ წაგებული. გაუმართლებელი რისკი გაწია და აჰა შედეგიც მიიღო. მიკი არის ძალიან კარგ ფორმში და დასანანია რომ დააკლდება ფინალს..
0
№17
ავტორი: slimka
23 თებერვალი 2017 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ცუდიაა ძალიან
0
№18
ავტორი: ROONEY-RUNI
24 თებერვალი 2017 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: BONDZGI
ცუდია, მაგრამ არაუშავს შვაინა-რუნით ჩაანაცვლე...


მეც მაგას ვიფქრობ ფინალში რუნი უნდა დაააყენოს შვაინის ნაცლად 10 ზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top