თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2017, 12:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2220,
კომენტარები: 18
მოურინიო: "რუნი თავად გადაწყვეტს თავის ბედს"
მოურინიო რუნის დარჩენის გარანტიას ვერ იძლევა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ არასდროს აიძულებს უეინ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას და მისი უთამაშებლობის მიზეზი მხოლოდ ტრავმაა.

რუნი ევროპა ლიგის მატჩს "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ გამოტოვებს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს მისვლის შემდეგ მას ისედაც შეზღუდული სათამაშო პრაქტიკა აქვს.

კაპიტანმა მხოლოდ რვა მატჩი დაიწყო პრემიერ ლიგის მატჩების სასტარტო შემადგენლობაში და ვრცელდება ინფორმაცია, რომ უეინით ჩინური კლუბები ინტერესდებიან, სადაც გადასვლის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში მოურინიო რუნის წინ არ აღუდგება.

"დარჩება თუ არა მომდევნო სეზონში, მას უნდა ჰკითხოთ. მე იმის გარანტიასაც კი ვერ მოგცემთ, რომ მომდევნო კვირასაც აქ ვიქნები და როგორ მოგცეთ იმის გარანტია, რომ ფეხბურთელი მომდევნო სეზონს აქ გაატარებს? უეინი თუ წავა, ეს ჩემი სურვილით არ მოხდება, მხოლოდ ამის გარანტიას მოგცემთ.

ამ კლუბის ლეგენდას არასდროს ვაიძულებ სხვა მიმართულებით წასვლას",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

რუნიმ უკვე გამოტოვა ზედიზედ ორი მატჩი ტრავმის გამო და სანამ მწვრთნელი მისი გამოჯანმრთელების პროცესს აკვირდება, სხვა ფეხბურთელებზეა კონცენტრირებული, რომლებიც ოთხშაბათს გუნდის დახმარებას შეძლებენ.

"რუნი ტრავმირებულია, ამ დონის სასწაულის ჩადენა არ შემიძლია. შარშან სამედიცინო დეპარტამენტში დიდი გაუმჯობესება გვქონდა და ფეხბურთელებს მალე ვაბრუნებთ მოედანზე.

ცალსახა გაუმჯობესება გვაქვს ბოლო წლებში და ეს ნათლად ჩანს ტრავმირებულთა მაგალითზე. მაგრამ რუნი ტრავმირებულია, ორი თუ სამი კვირის განმავლობაში ტრავმირებულია.

როცა ერთი ფეხბურთელი ვერ თამაშობს, სხვისით ცვლი. გუნდი ახლა კარგ ვითარებაშია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ და ის ერთიც ისეთი იყო, რომლის წაგების უფლება გვქონდა, რადგან ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვეთ."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: MU RED
22 თებერვალი 2017 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
გრიზმანი თუ მოვიდა მერე მართლა უნდა წავიდეს. ევერტონში დაბრუნდეს

და ლუკაკუ ჩვენ წამოვიყვანოთ
0
№12
ავტორი: wkepla
22 თებერვალი 2017 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
კარიერა ჯერ არ უნდა დაასრულოს მაგრამ გუნდიდან ეხლავე უნდა წავიდეს გუნდში ამდენი ახალგაზრდაა, თან მაგათ უფრო ჭირდებათ სათამაშო დრო განვითარებისთვის თან რუნიზე ბევრად მეტი შეუძლიათ უკვე და გუნდშიც ამხელა კონკურენციაა ყველა პოზიციაზე და ისედაც ვერავის გაუწევს ღირსეულ წინააღმდეგობას რუნი. ჯობია წავიდეს სადმე პატარა გუნდში და იქ დაასრულოს კარიერა
0
№13
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2017 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Imedia ar wavaa da chventan daasrulebs karieras
0
№14
ავტორი: VAXUSHTI
22 თებერვალი 2017 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
სანამ ჯერარდობა დაუწყია ჯობია წავიდეს.
0
№15
ავტორი: giorgi kandelakisvili
22 თებერვალი 2017 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
რატო უნდა წავიდეს მანჩესტერი მისი სახლია აქ აქვს ყველაფერი
0
№16
ავტორი: the red devils
22 თებერვალი 2017 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
წადი რუნი წადი
0
№17
ავტორი: ROONEY-RUNI
22 თებერვალი 2017 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
კერიკის იდეალური შემცვლელია და არ მესმის ამის წასვლაზე ასე მსუბუქად როგორ საუბრობს ეს ხალხი რააა ჯერ კიდევ გამოადგება გუნდშ და მე მაინც მჯერავს რო ცოტას მაინც მოუმატებს

ბოლო თამაშებს თუ დავაკვირდით მაგისას მშვენივრად ითამაშა ვერ იტვყვი ვერაფერს და ცოტას რო მოუმატებს მაგაშიც ვარ დარწმიუნებული
0
№18
ავტორი: stepno
23 თებერვალი 2017 01:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ese rogor mouklo tamashs vgijdebi raa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top