თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2017, 20:47
ავტორი: GGMUNIKA,
ნანახია: 2330,
კომენტარები: 12
ერერა:"თავდაუზოგავი შრომა ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზია"
ანდერ ერერას აზრით "ბლექბერნთან" გამარჯვების მთავარი მიზეზი თავდაუზოგავი შრომაა.
ერერა:
კვირას "მანჩესტერ იუნაიტედს" რთული გასვლითი შეხვედრა ჰქონდა "ბლექბერნის" წინააღმდეგ ინგლისის თასზე. მეჩვიდმეტე წუთზე, მასპინძლები დააწინაურდნენ დენი გრეჰემის გოლის წყალობით. თუმცა, მარკუს რეშფორდმა მალევე შეძლო წონასწორობის აღდგენა ოცდამეშვიდე წუთზე. საბოლოოდ თამაშს წერტილი დაუსვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და "წითელი ეშმაკები" გავიდნენ ინგლისის თასის შემდეგ ეტაპზე. ანდერ ერერა საკუთარ კომენტარში აცხადებს რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან კონცენტრილებულები. ყველა ჩვენი მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა. ამგვარ მატჩებში გუნდი აუცილებლად შეხვდება სირთულეებს, რადგან მოწინააღმდეგე ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს შენს დასამარცხებლად. ბრძოლა მოედნის თითოეულ ადგილას არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ შენ ამას არ მიაქცევ დიდ ყურადღებას აუცილებლად შეხვდები დაბრკოლებებს"

"მე პირველად ვითამაშე გასვლაზე იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაქვეითებულია მეორე ლიგაში და მე უნდა ვთქვა რომ ამგვარ მატჩებს ახლავს განსხვავებული ატმოსფერო. გულშემატკივრები გადიან ძალიან დიდ მანძილს რათა მხარი დაგიჭირონ"

"რათქმაუნდა ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი თუმცა, გუნდმა დადო ძალიან კარგი შედეგი. "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დომინანტი მთელი მატჩის განმავლობაში. მართალია მოწინააღმდეგემ გაიტანა ულამაზესი გოლი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც პირნათლად შევასრულეთ ჩვენი საქმე"

"ყველამ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მოთამაშეა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩვენი გუნდისთვის და მან "ბლექბერნთან" მატჩშიც შეძლო გატანა პოლ პოგბას საოცარი გადაცემის შედეგად" - განაცხადა ანდერ ერერამ

წყარო :Manutd.One
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2017 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Shemdeg wels chemp ligaze ufro mondomebuli ikneba ereriko :-)))
0
№12
ავტორი: gaga1987
22 თებერვალი 2017 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
რაც ნაღდია ძმაო ისა რო სულს და გულს ტოვებს მოედანზე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top