თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2017, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2367,
კომენტარები: 15
იბრაჰიმოვიჩი ჰეთ-ტრიკს გამოეხმაურა
"სენტ-ეტიენთან" შესრულებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა გოლებისა და მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
იბრაჰიმოვიჩი ჰეთ-ტრიკს გამოეხმაურა
ზლატან იბრაჰომოვიჩი მოხარულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მიაჩნია, რომ ეს გოლები სეზონის "გადამწყვეტ მომენტში" მოვიდა.

შვედმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ევროპა ლიგის შეხვედრაში სამჯერ გამოიჩინა თავი და თავისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 23-ს გაუტოლა, რითაც თავის გუნდს საფრანგეთში ჩასატარებელი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა მოუპოვა.

"იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიისა და "ბი-თი სპორტისთვის" ინტერვიუს მიცემისას შვედმა მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, რომლებიც სამი გოლის გატანაში დაეხმარნენ.

"კარგი გრძნობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საპასუხო მატჩს კარგი შედეგით ვხვდებით. კარგად ვითამაშეთ, მეტიც შეგვეძლო, მაგრამ შანსები შევქმენით და სამი გოლი გავიტანე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამიტომ მადლობა ჩემს თანაგუნდელებს.

ყოველთვის, როცა "სენტ-ეტიენს" ვეთამაშები, იღბლის ხარჯზე თუ თამაშის ხარჯზე, რამდენიმე გოლი მაინც გამაქვს! ამაზე სულაც არა ვარ ფოკუსირებული; დღეს გავიტანე და იმედი მაქვს, მომდევნო კვირაშიც გავიტან. ევროპა ლიგაზე შორს წასვლა გვინდა.

ვიმარჯვებთ, მაგრამ მოკლე დროში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მნიშვნელოვანია მუხტის შენარჩუნება, შრომა, საჭირო გამარჯვებების მოპოვება და თავდაჯერებულობის შენარჩუნება. ყველაფერი სწრაფად იცვლება, მაგრამ ამჟამად ბედნიერები ვართ და ბევრს ვშრომობთ. სეზონის გადამწყვეტი მომენტია, სეზონის მეორე ნახევარი წყვეტს, რა მოხდება",
- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

გასაკვირი სულაც არ არის, რომ იბრაჰიმოვიჩი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს გამოკითხულთა ხმების 66%-ის მიღების შედეგად, რითაც ორ სხვა ნომინანტს, პოლ პოგბას (27%) და ერიკ ბაიის (7%) აჯობა.

სანამ ინდივიდუალურ ჯილდოებს აგროვებს, შვედი ტიტულების მოგების მნიშვნელობას არ ივიწყებს, თუმცა არც ილუზიებს იქმნის.

"ეს არის მიზანი. პრემიერ ლიგის პირველი ოთხი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა და ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონი გახდება. დანარჩენები, ალბათ, ტიტულს ვერ მოიგებენ. ჯერ კიდევ ოთხ ტურნირზე ვთამაშობთ, მეხუთე კი მოვიგეთ, ქომუნითი შილდი, ასე რომ, პრემიერ ლიგას თუ ვერ მოვიგებთ, სხვა ტიტულების მოგება შეგვიძლია, რაც ასევე კარგია.

კარგი შედეგი მივიღეთ, რადგან ვიცი, რამდენად რთულია იქ თამაში. ფანტასტიკური გულშემატკივრები, ფანტასტიკური მხარდაჭერა აქვთ და ძალიან კარგი სტადიონიც, ბიჭები ნახავენ, როცა ჩავალთ.

კარგი გუნდი ჰყავთ, ყველა გუნდს ურთულებენ ცხოვრებას, ვისაც ეთამაშებიან. როცა "პარი სენ-ჟერმენში" ვთამაშობდი, ზუსტად ასე იყო - დღესაც კარგები იყვნენ. როგორც ვიცი, მათ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ჰყავთ, ზოგიერთმა გუნდი დატოვა, მაგრამ კარგი ჰყავთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
17 თებერვალი 2017 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: SANDROGRIGA
კლასის ხარჯზე გაიტანა სამივე გოლი, დიდი მონდომების გარეშე

უბრალოდ იდგა მთელი თამაში და 3 გოლიი :DD აიი რატოა საუკეთესო
0
№12
ავტორი: ani barca
17 თებერვალი 2017 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ფუ ტოტენხემი ინგლისის სირცხვილია
0
№13
ავტორი: JuanMata
18 თებერვალი 2017 14:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: ani barca
ფუ ტოტენხემი ინგლისის სირცხვილია


თავს კი იკლავენ ოთხეულში მოხვედრაზე და მერე ევროტურნირზე ნებისმიერი ფარჩაკი გუნდი უგებს.

ლესტერი წელს რას გავს და ჯგუფურ ეტაპი მაინც გაიარა ნორმალურად.

მომავალ წელს მანჩესტერი, ჩელსი, ლივერპული და სიტი უნდა გავიდეს ჩემპ. ლიგაზე, არსენალი და ტოტენჰემი ინგლისს ოთხ ადგილს დააკარგინებენ ჩემპიონთა ლიგაზე. ან არსენალი რას გავდა.
0
№14
ავტორი: dybbuk
18 თებერვალი 2017 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1599
ციტატა: shotkin
არავის არავინ არ დაუჯაბნია ხალხო რაიყოთ? :D ეგეთი9 რამე ყველგან ხდება 3:0 იგებ მანამდე 2:0 ფანები სულ მღეროდნენ უბრალოდ ისინიც არ ჩერდებოდნენ არც იყო ისეთი თამაში სადაც აი რაღაც განსაკუთრებული მეტოქე ან განსაკუთრებული მატჩი იყო რაღაცის გამო რომ განსაკუთრებული ფანობა გვენახა:)))) რატო ღელავთ? ჩათვალეთ რო ძაღლი ყეფდა ქარავანი მიდიოდაო რა აი წყნარად მოვიგეთ და სულ რასაჭიროა ხმის დაწყვეტამდე ბღავილი ვერც მოთხოვ მერე რა რადგან იმათი ფანები არ ჩერდებოდნენ ეგ იმათი სამეა 3:0 ზე გუნდს ამხნევებენ და აცადეს რა რა აუცილებელია კაჯივით შენც უფრო მაღალ ხმაზე იყვირო როცა ეს საჭირო არაა:)))) დაიკიდეთ რეებზე ღელავთ, როცა საჭიროა და აუცილებელი მაშინ არავის არაფერს არაკლებს ჩვენი გუნდის ფანობა

მარტო ამ თამაშზე არ ხდებოდა ესე, უკვე მერამდენე შემთხვევაა თორე საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას
0
№15
ავტორი: baduri
7 მარტი 2017 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ბერდება მაგრამ უმატებს ტიპიიი swrafi sesxebi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top