ჟოზე მოურინიო "სენტ-ეტიენთან" საპასუხო შეხვედრაში ძლიერ შემადგენლობას გაიყვანს, თუმცა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს.
"წითლები" ოთხშაბათს საფრანგეთში 3-ბურთიანი უპირატესობით ჩავლენ, სადაც ანდერ ერერა ნამდვილად ვერ ითამაშებს დისკვალიფიკაციის გამო, რაც მიმდინარე სეზონის ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათის მიღებით დაიმსახურა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "სტად ჟოფრი-გიშარზე" ბევრ ცვლილებას არ განახორციელებს: "ერერა დისკვალიფიცირებულია, ასე რომ, კარგ დასვენებას მიიღებს. ყველა მატჩს თამაშობდა.
მაგრამ, იცით, ფეხბურთს ყოველთვის ვცემ პატივს და ვიცი, რომ მას ბინძური თამაშის თამაში შეუძლია. არ მინდა, რომ ჩემი გუნდი დაისაჯოს, ამიტომ ძლიერ შემადგენლობას გავიყვან".
ფილ ჯონსმა, მაიკლ კერიკმა და უეინ რუნიმ პირველი მატჩი გამოტოვეს, თუმცა მოურინიომ დაადასტურა, რომ სერიოზულ ტრავმასთან არ აქვს საქმე. ჰენრიხ მხითარიანი კი ავადმყოფობის გამო უქმობდა.