თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2017, 16:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3578,
კომენტარები: 13
ინგლისში გადაფრენა უკვე ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება
სასიამოვნო ინფორმაცია "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.
ინგლისში გადაფრენა უკვე ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის (და არა მარტო) და იტყობინება, რომ ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ავიარეისებს დაიწყებს.

ფრენების განხორციელება სტარტს 18 ივნისიდან აიღებს და კვირაში ორჯერ (ხუთშაბათი და კვირა) განხორციელდება. ყოველი ავიარეისი 180 და 230-ადგილიანი საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ავიაბილეთების შეძენა ხელმისავდომ ფასად 105.99* ლარი/£ 34.99*-დან. არის შესაძლებელი ვებ-გვერდ wizzair.com-ზე.

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისში 2016 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს და მგზავრებს ევროპის ცხრა ქვეყანაში 12 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს ფრენას. უახლოეს პერიოდში კი ამ სიას ლონდონიც შეემატება, საიდანაც მანჩესტერამდე მანძილი 262 კილომეტრია.

ინგლისში გადაფრენა უკვე ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება


ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ინგლისში სასტუმროსა და მანქანის დაჯავშნაც არის შესაძლებელი.

წყარო: economy.ge
სხვა
13 კომენტარი
№11
ავტორი: rene harrison_
15 თებერვალი 2017 20:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ვიზა საჭიროა, რადგან ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოდის
0
№12
ავტორი: Phil Jones manchester
15 თებერვალი 2017 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
თბილისი ზედა მანჩესტერი გადის ათ საათზე
0
№13
ავტორი: stepno
16 თებერვალი 2017 04:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Viza da egreve oldtrafordze agmovchndebi :-))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top