თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2017, 23:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2452,
კომენტარები: 11
მარსიალი "სენტ-ეტიენთან" გოლის გატანას გეგმავს
მარსიალი ძველ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის მზად არის.
მარსიალი
ენტონი მარსიალი მოუთმენლად ელის ევროპა ლიგაზე "სენტ-ეტიენთან" დაპირისპირებას, რომელსაც საფრანგეთში ასპარეზობისას უკვე გაუტანა გოლი.

"წითლები" "მწვანეებს" "ოლდ ტრაფორდზე" ხუთშაბათს უმასპინძლებენ, სანამ ექვსი დღის შემდეგ მარსიალის სამშობლოში ჩავლენ საპასუხო მატჩის ჩასატარებლად.

21 წლის ფეხბურთელმა თავისი კარიერა ლიონის "ოლიმპიკში" დაიწყო, რომელიც "სენტ-ეტიენის" ისტორიული მოწინააღმდეგეა. 2015 წლის აპრილში "მონაკოს" რიგებში ასპარეზობისას ენტონიმ პოლ პოგბას ძმის გუნდს გოლიც გაუტანა.

"უოტფორდთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული მარსიალი მომდევნო შეხვედრის მოლოდინშია: "დიდი დაპირისპირება ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის, როცა "ლიონში" ვიყავი - ყოველთვის დაძაბული ატმოსფერო იყო და დიდი მატჩები გამოდიოდა, რაში მონაწილეობაც ყველა ფეხბურთელს სურს.

ასე რომ, ეს დამატებითი დატვირთვა იქნება, როცა მათ წინააღმდეგ ვითამაშებ. ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებს თუ გამოვიყენებთ, კარგ რამესაც შევძლებთ.

რა თქმა უნდა, დიდებული იქნება, თუკი გავიტან მათ წინააღმდეგ, მაგრამ უფრო მეტად მატჩის მოგების იმედი მაქვს, რადგან ეს უფრო მნიშვნელოვანია, გოლის გატანა კი მხოლოდ ბონუსი იქნება."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones manchester
14 თებერვალი 2017 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ლიონშიც და მონაკოშიც მაგარი იყო მარსი, ახლა სენტ ეტიენზე უნდა გადავიტანოტ მთელი ყურადღება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top