თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2017, 12:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2434,
კომენტარები: 13
მოურინიო: "ჩელსის" ვერ დავეწევით"
მოურინიო აღიარებს, რომ გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში არ მონაწილეობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "ჩელსი" ტიტულისთვის ბრძოლაში არ დამაცხდება და "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ბრძოლაში უკვე აღარ მონაწილეობს.

"უოტფორდთან" მატჩში ხუან მატასა და ენტონი მარსიალის მიერ გატანილი გოლებით "იუნაიტედმა" ოთხეულთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, ხოლო ლიდერ "ჩელსის", რომელსაც ერთი მატჩი აქვს ჩასატარები, 11 ქულით ჩამორჩება.

"ჩელსი" დღეს "ბარნლის" შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში 14-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს, "ლურჯების" ყოფილ მწვრთნელს კი მიაჩნია, რომ ლონდონელები უკვე ითვლებიან ჩემპიონებდა.

როცა ჰკითხეს, "იუნაიტედს" შეუძლია თუ არა "ჩელსის" დაწევა, მოურინიომ უპასუხა: "გულახდილად ვამბობ, არა მგონია. რატომ? იმიტომ, რომ "ჩელსი" ძალიან კარგი დაცვითი გუნდია, თავს კარგად იცავენ და ბევრი ფეხბურთელითაც, ჰყავთ ძალიან კარგი მოთამაშეები და არიან კარგად ორგანიზებულები.

ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში დაცვითი გუნდი კონტრშეტევაზე, სტანდარტულებიდან, ინდივიდუალური ნიჭის ხარჯზე გატანილი გოლით იგებს. ამიტომა არ ვფიქრობ, რომ ფეხს წამოიკრავენ.

მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია. წინასწარ ვერაფერს გამოიცნობ."


წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
13 თებერვალი 2017 02:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბარნლისთან უკვე წამოკრა ფეხი, კარგი შანსი აქვს ძაან მოსაგებად, მაგრამ არც ისეთი გარანტირებული აქვს ჩემპიონობა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არამგონია დიდი სხვაობით დასრულდეს ეს სეზონი.
0
№12
ავტორი: Phil Jones
13 თებერვალი 2017 13:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ჯობია ჩელსი გახდეს ჩემპიონი ვიდრე, ლივერპული, სიტი ან არსენალი. ტოტენჰემი კიდე მაოცცებს თავისი სტაბილურობით, მართალია ეხლა წააგეს, მაგრამ 2 წელია ჩავარდნა არ ჰქონია გუნდს ისეთი როგორიც ლუზერებს ჰქონდათ 5-6 მატჩიანი. დასკვნა: ფეერგი სიტყვები გამახსენდა, პოჩეტინიო საუკეთესო მწვრთნელია პრემიერლიგაშიო. ოღOნდ ეს მაშინ თქვა მოურინიო რომ გაუშვეს უკვე ჩელსიდან და უმუშევარი იყო )))
0
№13
ავტორი: LASHQARA
13 თებერვალი 2017 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მესამე ადგილი ევროპა ლიგა, თასი რომელიმე მოვიგოთ ქვეყნის და წელს ვიტყვი, რომ მისია შესრულებულია love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top