თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2017, 13:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 15
ვალენსია: "როცა მემფისი და დი მარია მოვიდნენ, მეგონა, ახალი კლუბის პოვნა მომიწევდა"
ანტონიო ვალენსიას მიაჩნდა, რომ არგენტინელი და ჰოლანდიელი "იუნაიტედში" მის ყოფნას ხელს შეუშლიდნენ.
ვალენსია:
ანტონიო ვალენსია აცნობიერებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი ვარსკვლავი არ არის, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული შვიდ-ნახევარი წლის შემდეგ უფრო მეტის მოლოდინი აქვს.

2009 წელს "უიგანიდან" ვინგერის როლში გადასული ეკვადორელი ფეხბურთელი ბოლო წლებში მარჯვენა მცველად იქცა.

ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის უცვლელ ფიგურას მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი უწოდა, თუმცა ვალენსია პორტუგალიელს არ ეთანხმება და ორი წლის წინ მიაჩნდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი დრო ამოიწურა.

"ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ მწვრთნელის სიტყვებისა. არ მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ აქ ყოფნა მახარებს.

იყო დრო, როცა ვხედავდი, რომ ანხელ დი მარიასა და მემფის დეპაის კლასის ფეხბურთელები მოდიოდნენ და მეგონა, ჩემი დრო სრულდებოდა. ალბათ, ახალი კლუბის პოვნა მომიწევდა. საბედნიეროდ, კონცენტრაცია შევინარჩუნე და ბევრი ვივარჯიშე, რის გამოც ჯერ კიდევ აქ ვარ.

მოურინიომ ჩემდამი ნდობა გამოავლინა და მოხარული ვარ, რომ დავრჩი. არ მინდა ვთქვა, რომ 100%-ით მარჯვენა მცველი ვარ. თავს მარჯვენა ფლანგის შემტევ ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ იქაც ვართმევ თავს.

ცოტა რთულია, რადგან უფრო მეტი კონცენტრაციის გამოვლენაა საჭირო საკუთარი კარის სიახლოვეს. ერთი არაზუსტი პასი გოლის გაშვებად შეიძლება დაგიჯდეს.

ვგრძნობ, რომ ამ პოზიციაზე თამაშს უკეთ ვახერხებ, მაგრამ როცა ვუტევ, ასე მგონია, ჩემი ადგილი მიჭირავს. თუმცა მე ხომ გუნდის ნაწილი ვარ და მწვრთნელის ნდობა მაქვს.

ახალი კონტრაქტი მივიღე და ეს კლუბი მიყვარს, ეს ქალაქიც მიყვარს და ჩემს ოჯახსაც უყვარს მანჩესტერში ცხოვრება. რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები აქ, ხუთი ან ექვსი წელი, შეიძლება, მეტიც!"


წყარო: dailymail
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
11 თებერვალი 2017 21:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვალეს და ერერას დიდ პატივს ვცემ, სულ რომ უკლასოები იყვნენ, ასეთი მონდომებით და თავგანწირვით სხვა არავინ თამაშობს wink
0
№12
ავტორი: ROONEY-RUNI
11 თებერვალი 2017 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მაგარი კაცია და მემგონი დიმარიაზეც და მემპისზეც მეტი გააკეტა გუნდისთვიშ ამ კაცმა და მე პირადათ ორივეს მირჩევნია ეს ჩემი აზრია
0
№13
ავტორი: ani ani
12 თებერვალი 2017 08:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
არადა წასვლა ისევ თვითონ მოუწიათ ერთს პარისენჟერმანში ერთს ლიონში
0
№14
ავტორი: temo-scholes
12 თებერვალი 2017 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
"ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ მწვრთნელის სიტყვებისა. არ მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ აქ ყოფნა მახარებს.

იყო დრო, როცა ვხედავდი, რომ ანხელ დი მარიასა და მემფის დეპაის კლასის ფეხბურთელები მოდიოდნენ და მეგონა, ჩემი დრო სრულდებოდა. ალბათ, ახალი კლუბის პოვნა მომიწევდა. საბედნიეროდ, კონცენტრაცია შევინარჩუნე და ბევრი ვივარჯიშე, რის გამოც ჯერ კიდევ აქ ვარ.
აი ასეთი თავმდაბალი და შრომისმოყვარე უნდა იყოს ყველა
0
№15
ავტორი: Phil Jones manchester
12 თებერვალი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ციტატა: temo-scholes
"ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ მწვრთნელის სიტყვებისა. არ მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარ, მაგრამ აქ ყოფნა მახარებს.

იყო დრო, როცა ვხედავდი, რომ ანხელ დი მარიასა და მემფის დეპაის კლასის ფეხბურთელები მოდიოდნენ და მეგონა, ჩემი დრო სრულდებოდა. ალბათ, ახალი კლუბის პოვნა მომიწევდა. საბედნიეროდ, კონცენტრაცია შევინარჩუნე და ბევრი ვივარჯიშე, რის გამოც ჯერ კიდევ აქ ვარ.
აი ასეთი თავმდაბალი და შრომისმოყვარე უნდა იყოს ყველა

ხო ისე მაგარი კლასნია ვალენსია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top