თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2017, 12:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2310,
კომენტარები: 11
მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩი დარჩება"
მოურინიოს თქმით, ზლატანი "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი წლით დარჩება.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომდევნო სეზონს "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებს და თავისი კარიერის უკანასკნელ უმაღლეს მწვერვალს "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპყრობს.

იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედის" რიგებში "პარი სენ-ჟერმენიდან" გადავიდა და კლუბთან 12-თვიანი კონტრაქტი გააფორმა ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.

მოურინიომ უკვე გამოხატა იბრაჰიმოვიჩთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი, თუმცა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, 35 წლის შვედის საუკეთესო წლები დასასრულს უახლოვდება.

"უოტფორდთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა: "არ მჭირდება მისი კონტრაქტის გაფორმება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დარჩება. აქ 2 წლით დარჩენის სურვილით მოვიდა.

პირველი წელი ნამდვილად არ წარიმართა ისე, როგორც მას სურდა, რადგან ძალიან ამბიციურია, მაგრამ ასეა ყველას შემთხვევაში, ვინც რამეს ელოდა.

იცის, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტად გავუმჯობესდებით და მასთან ერთად გავიზიარებთ მისი კარიერის, ალბათ, უკანასკნელ უმაღლეს მწვერვალზე გატარებულ წელს, ამიტომაც მჯერა, რომ დარჩება".


ზლატანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

მოურინიომ დაამატა: "კლუბსა და სიტუაციას უკვე შეეგუა. მის ოჯახთან დაკავშირებით ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ხანდახან ზედმეტ დღეს ვაძლევ დასასვენებლად ან შვედეთში ჩასასვლელად, მაგრამ არასდროს იყენებს. ყველაფერი სტაბილურადაა, ამიტომ მჯერა, რომ დარჩება".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: beqno2
11 თებერვალი 2017 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ციტატა: stepno
ციტატა: beqno2
ციტატა: stepno
ციტატა: giorgiginturi
დარჩება და იუნაიტედთან ერთად მოიგებს იმას რაც არ მოუგია და რაც ყველასთვის ოცნების ახდენაა ეეს...
champions league 2018. winked manchester united manunited gun2

აუუ რა საოცრება იქნებაა winked არააქ ხო ამას მოგებულიი?

ar aqvs da verc moigebs.. amastan ertad gundi iseti dzala araa ori forvardi unda iyos shetevashi marto amaze tu aewyoba tamashi verafers movigebt samwuxarod

იმედია ცდები :)))) მე პირადად მგონია რო მოიგებს ვნახოთ თან შემდეგ წელს სავააუდოდ გრიზუ იკნება ჩენთან ეხლა ევროპლიგას მოვიგებთ მარტო იბრათი smile

ნეტა ვცდებოდე ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება მაგრამ სამწუხაროდ არ ვცდები recourse
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top