თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 18:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2396,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "უოტფორდთან" მატჩის წინ გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ ფილ ჯონსი კვლავ ტრავმირებულია და თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა უეინ რუნი თავს კარგად გრძნობს "ლესტერთან" მატჩის უმნიშვნელო ავადმყოფობის შემდეგ.

მოურინიომ "ქინგ პაუერ სტედიუმზე" ერიკ ბაიისა და კრის სმოლინგის წყვილი აირჩია დაცვის ცენტრში, ხოლო მარკოს როხო მარცხენა ფლანგის მცველად, სანამ მას დეილი ბლინდი ჩაანაცვლებდა.

"ყველა გუნდს ოთხი ცენტრალური მცველი სჭირდება. მაგრამ ერიკის გარეშეც გავუმკლავდით. სხვა ბიჭებმა ძალიან, ძალიან კარგად ითამაშეს.

ახლა დროა, ჯონსმა იუქმოს და ერიკმა ითამაშოს. რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ უკვე ითამაშა წინა მატჩში, თანაგუნდელებთან ურთიერთგაგება გამოავლინა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახერხა, ასე რომ, ყველაფერი რიგზეა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
10 თებერვალი 2017 22:39
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
saxlshi tamashobdnen,tan igalo agar yavt.mokled revanshi gvaq asagebi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top