თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3097,
კომენტარები: 13
ვუდვორდი: "მასირებული შეძენა-გაყიდვა აღარ იქნება"
ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ გუნდს სტაბილურობის მიღწევა სურს.
ვუდვორდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ მისი კლუბი კვლავ გააძლიერებს შემადგენლობას, მაგრამ ამას არ გააკეთებს ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი ფეხბურთელის მოყვანის, არამედ ეტაპობრივი შენაძენების სახით.

გასულ ზაფხულს "წითლებმა" 145.3 მილიონი ფუნტი დახარჯეს და გუნდის შემადგენლობა ისეთი ფეხბურთელებით გააძლიერეს, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაიი არიან.

თავის მხრივ კი კლუბი დატოვეს პირველი გუნდის წევრმა მორგან შნეიდერლინმა, მემფის დეპაიმ, პედი მაკნეირმა, დონალდ ლავმა, ტაილერ ბლეკეტმა, უილ კინმა და შონ გოსმა, რომელთაც საერთო ჯამში დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი შესძინეს "იუნაიტედის" ბიუჯეტს.

ვუდვორდი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიო და კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის ხარისხით კმაყოფილია და მასიური შენაძენების განხორციელებას არ აპირებს.

"დიახ, კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდით კმაყოფილია მწვრთნელი, ეს კი მართლაც ასეა, რასაც ინტერვიუებში ფეხბურთელების შესახებ მის მიერ გაკეთებული კომენტარები ადასტურებს.

მიუხედავად ამისა, ნებისმიერ გუნდს სჭირდება გაძლიერება. მაშინაც კი, სამყაროში ყველაფერი რომ მოიგო, გაძლიერება დაგჭირდება - ასეთია საქმის დინამიკა და ბუნება, რომელსაც ჩვენ ვეწევით. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება. ყოველწლიურად მასიური შენაძენებისა და გაყიდვების თავიდან არიდების საშუალებით სტაბილური მდგომარეობის მიღწევა გვსურს.

ვფიქრობ, ამ მხრივ გაცილებით მეტ სტაბილურობას მივაღწიეთ, ვიდრე 2-3 წლის წინ, როცა ბევრი ფეხბურთელი გვჭირდებოდა გუნდის სათამაშო პერსპექტივების გათვალისწინებით",
- განაცხადა ვუდვორდმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2017 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Martals ambobs
0
№12
ავტორი: levionok
10 თებერვალი 2017 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: ვახო ( G G M U)
ხოო ნუ გასაგებია ვუდვორდი რასაც ამბობს და პრინციპში მართალიცაა, რადგან ამდენი ფულის ხარჯვაც არ შეიძლება, თან ასე თუ ისე ჩამოყალიბდა შემადგენლობა, თუმცა არიან ის ფეხბურთელები რომლებიც გვჭირდებიან და იმედია მათ ყიდვას მოვახერხებთ.

მარტო ფული ხო არ არი ძმა კიდევ ერთი ფაქტორია,გუნდი სადაც 4 და მეთი ფეხბურთელი მიდის ის გუნდი ვერაფერს ვერ იგებს ხოლმე იმ წელს ძირითადად მასეა არის იშვიათი გამონაკლისებიც მახ 2და კარგი და მორჩა
0
№13
ავტორი: MU RED
11 თებერვალი 2017 08:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: MU RED
ადმინ silkუნივერსალის გვერდზე როგორ უნდა შევიდე მომწერე. უნდა ვაგინო მაგათი ჩამოუყალიბებელი დედა... ჯერ ჩვენ თამაშს უშვებდნენ და ახლა ძიუდოს უშვებენ მაყურებელთა მოთხოვნითოო ჩვენ არვართ მაყურებლებიი მე მაგათიი... მომწერე კაცურად

http://silknet.com - ესაა მაგათი საიტი

გაიხაე ჯიგარიხარ ბრატ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top