თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2278,
კომენტარები: 12
ვილიანი: "იუნაიტედს" ჩემი შეძენა სურდა"
"ჩელსის" ლეგიონერი აცხადებს, რომ მოურინიოს მის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბირებას ცდილობდა.
ვილიანი:
ვილიანი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიო გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" მის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ "ჩელსიში" თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

მოურინიომ "ოლდ ტრაფორდზე" მოღვაწეობა "ჩელსიში" მეორე მისვლისას გაძევებიდან რვა თვის შემდეგ დაიწყო, სანამ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაცვაში წარუმატებლობას განიცდიდა და კლუბის ტექნიკური დირექტორი ფეხბურთელებთან მის ურთიერთობას უარყოფითი სიტყვებით შეაფასებდა.

გასულ სეზონში ვილიანი მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფეხბურთელი იყო და მან პრემიერ ლიგაში ხუთი გოლის გატანა და ექვსი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, წლის ბოლოს კი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და პრესა ირწმუნებოდა, რომ წყვილი "ოლდ ტრაფორდზე" გაერთიანებოდა.

როცა ბრაზილიელს სპეკულაციების შესახებ ჰკითხეს, ვილიანმა უპასუხა: "კონკრეტული შეთავაზებების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემით მას შემდეგ ინტერესდება, რაც მოურინიო იქ მუშაობს.

სხვა კლუბების შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა ინტერნეტში ყოველთვის არსებობს ასეთი ინფორმაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბედნიერი ვარ, რომ სხვა კლუბები ჩემს შრომას აფასებენ."


წყარო: espnfc.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
10 თებერვალი 2017 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
კარგი იქნება თუ ეს აქით წამოვა, დიდ სათამაშო დროს ეს ვერ იღებს როგორც წინა სეზონში. belay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№12
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2017 02:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4129
ვერატი დაგვხატავდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top