თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2017, 13:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2294,
კომენტარები: 14
ერერა: "ხუთეული ხედავს, რომ "იუნაიტედი" ახლოსაა"
ერერა პრემიერ ლიგის საუკეთესო ხუთეულს ახსენებს, რომ "იუნაიტედს" ჯერ ბრძოლა არ წაუგია.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ანდერ ერერას მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგის ცხრილის საუკეთესო ხუთეულში მყოფი გუნდებისთვის ცნობილია მისი კლუბის შესაძლებლობები.

ჟოზე მოურინიოს შეგირდები ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან.

ერერას მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" წინ მყოფი გუნდები "წითლების" 15-მატჩიანი წაუგებელი სერიის ფონზე თავს ლაღად ვერ იგრძნობენ.

"რბოლაში ჩემპიონატის პირველი ექვსი გუნდი და ასევე "ევერტონიც" იღებს მონაწილეობას, რადგან მათ კარგი გუნდი ჰყავთ. ყველას გვსურს ოთხეულში შესვლა და ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარები, ჩვენ კი კარგ სერიას ვაჩვენებთ.

ხედავენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მათზე ზეწოლას ახდენს".


ერერამ "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში წამყვანი როლი ითამაშა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 21 მატჩით, თუმცა ესპანელს მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ჯერ გოლი არ გაუტანია.

"ყველას სურს გოლის გატანით გუნდის დახმარება, მეც ასევე. იმდენჯერ ვურტყამ, რამდენი შანსიც მაქვს, მაგრამ მახსოვს, რომ შარშან რვა დარტყმით რვა გოლი გავიტანე, რას იზამ, ფეხბურთი ასეთია.

ხანდახან ბურთს მიზანში ახვედრებ, ხანდახან ვერა. გაუმჯობესებას ვეცდები, გუნდის დახმარებას ვეცდები",
- განაცხადა ერერამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gaga1987
9 თებერვალი 2017 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან ბევრი უაზრო ქულა რომ არდაგვეკარგა ეხლა ჩელსისთან მინიმუმ 5ქულა იქნებოდა სხვაობა
0
№12
9 თებერვალი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ისე ერერას ძან ზუსტი დარტყმები ქონდა წინა სეზონში წელს გაუფუჭდა თორემ 3d_1,თუ ოთხეული ხედავს რომ ამოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ ეშინოდეთ. wink winked am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№13
ავტორი: gache1991
9 თებერვალი 2017 18:13
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
sheni sheni saqme akete da gols sxva gaitans..bevri uazro qula gvaq dakargili me aqamde megona viqnebodit meore mesame adgilze..sitim suonsis zgaparshi moigo da t otenhemmac penlit moigo,any bevrs bevrjer gaamartla..droa ukve shevidet tore meotxe tvea mgoni me-6 vart..shabats luzeri totes x mgonia da aramgonia sitim ligiswin bornmuttan advilad moigon..mokled shabats bevri rame gadawydeba
0
№14
ავტორი: stepno
9 თებერვალი 2017 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ander shen egre gaagrdzelee ny gelav gols sxva gaitans
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top