თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2697,
კომენტარები: 12
"იუნაიტედმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა
"წითელმა ეშმაკებმა" წინა მატჩში კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერ სიტისთან" 3-0 მოგებულ მატჩით საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"ქინგ პაუერ სტედიუმზე" მოპოვებულმა კომფორტულმა გამარჯვებამ "მელიების" წინააღმდეგ ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიში 7-1 დააფიქსირა - ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

6-ბურთიანი სხვაობა უკეთესია წინა საუკეთესო შედეგზე, რომელიც 1955/56 და 1964/65 წლებში დაფიქსირდა. სერ მეტ ბასბის გუნდმა "ჩელსის" "ოლდ ტრაფორდზე" 3-0 სძლია, "სტემფორდ ბრიჯზე" კი 4-2, ძლევამოსილმა ტომი ტეილორმა ამ შვიდი გოლიდან სამი გაიტანა.

9 წლის შემდეგ "ლივერპული" დასცეს, როცა "ენფილდზე" 2-0, საშინაო სტადიონზე კი 3-0 მოუგეს. პედი კრერანდმა და დევიდ ჰერდმა გამოიჩინეს თავი მერსისაიდში, ხოლო დენის ლოუმ (2) და ჯონ კონოლიმ "ოლდ ტრაფორდზე".

ამის გარდა იყო სხვა აღსანიშნავი ინდივიდუალური გამარჯვებები ჩემპიონებზე, მათ შორის "ბარნლის" დამარცხება 1961 წლის აპრილში ანგარიშით 6-0, როცა ალბერტ ქუიქსელმა და დენის ვაიოლეტმა ჰეთ-ტრიკები შეასრულეს. 1963/64 წლების სეზონში კი "ევერტონი" 5-1 დაამარცხეს, თუმცა "კანფეტებმა" "გუდისონ პარკზე" 4-0 იმარჯვეს. 1989 წელს "იუნაიტედის" მსხვერპლი პირველივე ტურში "არსენალი" გახდა, რომელსაც ნეილ უების სადებიუტო მატჩში გატანილი გოლის დახმარებით 4-1 მოუგეს.

თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ "ქინგ პაუერ სტედიუმზე" მოპოვებულმა 3-0 გამარჯვებამ "წითლების" ახალი პირადი რეკორდი დაამაყარა ჩემპიონის ორი მატჩის ჯამში გამარჯვების მომტანი სხვაობის მხრივ.

ჩემპიონების დამარცხება:

1955/56 - 7-2:
"ჩელსი" 3-0 (ს), 4-2 (გ)

1960/61 - 9-5:

"ბარნლი" 3-5 (გ), 6-0 (ს)

1964/65 - 5-0:

"ლივერპული" 2-0 (გ), 3-0 (ჰ)

2004/05 - 6-2:
"არსენალი" 2-0 (ს), 4-2 (გ)

2016/17 - 7-1:
"ლესტერი" 4-1 (ს), 3-0 (გ)

manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2017 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Mshvenieria magram matas ro ar emaimuna ufro didi angarishit unda mogvego)))❤️
0
№12
ავტორი: Lalana
9 თებერვალი 2017 21:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: Mixito
ციტატა: Manstark_United
ეს ლესტერის დამსახურება უფროა ვიდრე ჩვენი no დღეს ლესტერი რაცაა,უფრო დიდი ანგარიში მოგვეთხოვებოდა მე თუ მკითხავთ.

100 %ხარ

მაგიტომაც არ იყო სიტის რომ ჩაუტარა?შეიძლება მათი უფორმობიდან გამომდინარე მოვიგეთ,მაგრამ ფაქტია სიტისთან შეხვედრაშიც ვერ იყვნენ კარგად,მაგრამ რაც დამართეს კარგად ვიცით,ამიტომ მხოლოდ მათ უფორმობას ნუ დააბრალებთ ჩვენ ასეთ მოგებას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top