მარკუს რეშფორდმა გაამხილა, თუ რა ისწავლა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელისგან.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში თავისი მე-20 გოლი გაიტანა "ლესტერ სიტისტან" მატჩში და განაცხადა, რომ ჯერ თავისი მიზნისთვის არ მიუღწევია და უფრო მეტი სურს.
გარდა თავისი გოლებისა და საგოლე გადაცემებისა, 35 წლის ფორვარდს გუნდისთვის იმითაც მოაქვს სარგებელი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ასწავლის.
მარკუს რეშფორდი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომელიც იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაშით საფეხბურთო ცოდნას იძენს: "ვფიქრობ, მის შრომით მენტალიტეტს უნდა მივბაძო. ეს უდიდესი რამ არის, არა მარტო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, არამედ მისი ასაკის მოთამაშეებისთვისაც.
სინამდვილეში ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია გასახდელი ოთახისთვისაც. ხანდახან, როცა ცუდ განწყობაზე ვართ, ის განწყობას გვიმაღლებს და როცა კარგ ხასიათზე ვართ, ამ ხასიათის შენარჩუნებაში გვეხმარება. ასეთი ტიპის ფეხბურთელის მოყვანა უმნიშვნელოვანესია."