თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2017, 19:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2819,
კომენტარები: 12
მატა მიმდინარე კვირის მოვლენების შესახებ
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატა მიმდინარე კვირის მოვლენების შესახებ
სალამი ყველას,

პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ორშაბათს, 6 თებერვალს, კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. 59 წლისთავია მიუნხენის ტრაგედიიდან, რომელსაც 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროთასის მატჩიდან უკან ბრუნდებოდა.

ყოველთვის ძალიან ემოციური დღე გამოდის, თარიღი, რომელიც უნდა გახსოვდეს და თითოეულ მათგანს პატივი სცე. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც ამ კლუბს განსაკუთრებულს ხდის. არ არსებობს დღე რომ 6 თებერვალი არ გაგახსენდეს "ოლდ ტრაფორდზე" გავლისას. ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაშია.

აწმყოზე თუ ვილაპარაკებთ, ჩვენთვის კარგი უქმე დღეები გამოვიდა. ლესტერში გამარჯვება მომავლისადმი ოპტიმიზმით განწყობის უფლებას გვაძლევს. 3-0 ანგარიში ადასტურებს, რომ გუნდის ბევრი ქმედება პოზიტიურია და მეტოქის საჯარიმოში ჩვენს ცივსისხლიანობასაც გაუსვა ხაზი.

მთელი გუნდის სრულყოფილი თამაში იყო. ამ კვირაში ჩვენს რამდენიმე მთავარ მეტოქესთან ჩამორჩენის შემცირება მოვახერხეთ და იმავე მენტალიტეტს შევინარჩუნებთ, რათა ცხრილში მაღლა ავიწიოთ.

ეს კვირა უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ, რადგანაც ერთი თამაში გვაქვს. ძალიან დაკავებული განრიგი გვქონდა, ასე რომ, მომდევნო მატჩისთვის მზადება სხვაგვარად ჩაივლის. ამჯერად "უოტფორდს" დავუბრუნდებით; კარგი პერიოდი აქვთ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობთ და სამი ქულის აღების მნიშვნელობას ვაცნობიერებ.

ახლა უნდა წავიდე. სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გმადლობთ ყველას ჩემი გოლის მოლოცვისთვის!

გეხვევით,

ხუანი

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
7 თებერვალი 2017 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მინდა ვთქვა რომ არ მეჯერა მატა ესე თუ გამოგვადგებოდაა და ესე კარგად თუ ათამაშდებოდაა გენაცვალეე ხუაან
0
№12
ავტორი: heath ledger
7 თებერვალი 2017 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
მატა მიდი აბა შენ იცი manutd manunited gun2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top