თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2017, 15:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2277,
კომენტარები: 12
ყველაზე მძიმე დღე კლუბის ისტორიაში
მიუნხენის ტრაგედიიდან 59 წელი გავიდა.
ყველაზე მძიმე დღე კლუბის ისტორიაში
6 თებერვალი ყოველთვის განსაკუთრებული მწუხარების გამომწვევი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.

1958 წელს, ამ დღეს "იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე იყო, 23 ადამიანი - მათ შორის რვა ფეხბურთელი და კლუბის შტაბის 3 წევრი - მიუნხენის ავიაკატასტროფის შედეგად ფატალურად დაიღუპა.

"რედ სტარ ბელგრადთან" ჩატარებული ევროტურნირის მატჩის შემდეგ გუნდი მანჩესტერში ბრუნდებოდა, როცა გერმანიაში საწვავის ავზის ასავსებად გაჩერდა. აფრენის პირველი ორი მცდელობა გაუქმდა; ხოლო მესამე მცდელობა ავარიით დასრულდა.

ბორტზე მყოფი 21 ადამიანი მაშინვე გარდაიცვალა. აეროპლეინის კაპიტანი კენეტ რეიმენტი კი მიღებული დაზიანებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, ხოლო დუნკან ედვარდსი - რვა ფეხბურთელიდან ერთ-ერთი - ავარიიდან 15 დღეში დაიღუპა. ტრაგედიას შეუცვლელი ადგილი უჭირავს კლუბის ისტორიაში, სერ მეტ ბასბიმ კი მიუხედავად ასეთი დარტყმისა, ააშენა გუნდი, რომელმაც 10 წლის შემდეგ ევროპის თასი მოიგო.

როჯერ ბირნი (28), ედი კოლმენი (21), მარკ ჯონსი (24), დევიდ პეგი (22), ტომი ტეილორი (26), ჯოფ ბენტი (25), ლიამ ფელანი (22) და დუნკან ედვარდსი (21) - თითოეული მათგანი დაიღუპა კლუბის მდივან უოლტერ კრიკმერს, მწვრთნელ ტომ ქერისა და ბერტ უოლისთან ერთად.

გარდაიცვალა ასევე რვა ჟურნალისტი - ალფ კლარკი, ტომ ჯექსონი, დონ დევისი, ჯორჯ ფელოუსი, არჩი ლედბრუკი, ერიკ ტომპსონი, ჰენრი როუზი და ფრენკ სვიფქტი, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი იყო. თვითმფრინავის კაპიტანი კენ რეიმენტი სერ მეტ ბასბის მეგობარ უილი სატინოვთან ერთად დაიღუპა. ტირუსტული აგენტი ბელა მიკოლსი და ეკიპაჟს წევრი ტომ ქეიბელი ასევე გარდაიცვალნენ.

არასდროს დავივიწყებთ.
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Temo-Mu
6 თებერვალი 2017 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
რათქმაუნდა ცუდი დღეა. ღმერთმა აცხონოს მათი სულები და აგრეთვე მათ ოჯახებს მივუსამძიმრებ. ღმერთმა გვაშოროს ყველას ასეთი უბედურება no
0
№12
ავტორი: LASHQARA
7 თებერვალი 2017 02:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: shotkin
ციტატა: LASHQARA
ვაახხ რამხელა უბედურებაა საწყალი ბიჭები, მაგრამ მაინც ადრე თუ გვიან ყველა თავის დროზე დატოვებს ამ ცხოვრებას, უბრალოდ ამაზე არავინ ფიქრობს რადგან ყველას შორი გონია, არადა იმაზე ახლოსაა ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, მთავარია შიინაარსიანი იყოს შენი ცხოვრების თუნდაც მცირე წლები, ამ ბიჭებმა ეს შეძლეს love am

მართალი ხარ აუ გიფად როგიდევს ეგ ფილმი როგორ მეასვება :D :D
რა უნდა ჯობდეს სიკვდილს როდესაც მედგრად იბრძვი შენი მამების ძვლების და მათი ღმერთებისთვის. ჰორაციუსიი wink მართლა მაგარი ფილმია ობლივიონი ვისაც ევასება ეს ჟანრი გაუსწორდება love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top