თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2017, 14:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2581,
კომენტარები: 12
მოურინიო: "იუნაიტედს" კონტრშეტევებზე არ ვათამაშებ"
პორტუგალიელი აცხადებს, რომ სხვა გუნდების მწვრთნელებს არ მიბაძავს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიანიშნებს, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აპლოდისმენტებს იღებს სტილისთვის, რომელიც წესით და რიგით უნდა კრიტიკდებოდეს.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა "უთაკილოს" რეპუტაცია მოიპოვა და "სტემფორბ რიჯზე", მილანის "ინტერსა" და მადრიდის "რეალში" მუშაობისას დაცვის ხაზის გაძლიერებით გაითქვა სახელი. მოურინიო კმაყოფილი იყო, რომ მისი გუნდი კონტრშეტევაზე თამაშობდა და ტიტულებს ნებისმიერი გზით იგებდა.

მის მეთოდებს ყოველთვის მისაღებად როდი მიიჩნევდნენ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ ცხადყო, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივართა მოლოდინის დაკმაყოფილებას აპირებს.

აკეთებს რა ამას, მოურინიოს ყოფილი გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილის მწვერვალზე იმყოფება და ტიტულისკენ მიიწევს.

"ჩემი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ჩემი კარიერის მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, როცა ჩემი გუნდი ფენომენალურად გამოიყურებოდა დაცვაში და ძალიან კარგი იყო კონტრშეტევაზე, კვირიდან კვირამდე მესმოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი, მიუხედავად ტიტულის სამჯერ მოგებისა.

როგორც ჩანს, წელს დაცვაში ფენომენალურობა და კონტრშეტევაზე კარგად თამაში ხელოვნებად იქცა, რაც დიდი ცვლილებაა.

მაგრამ ჩემი "მანჩესტერ იუნაიტედი" სათამაშო სტილს არ შეიცვლის, რადგანაც გულშემატკივრებს სწორედ ასეთი თამაშის ხილვა სურთ, კლუბს სწორედ ასე თამაში სურს.

მაგრამ არც ის მწვრთნელი მინდა ვიყო, ვისი გუნდიც კარგად თამაშობს, ბევრ შანსს ქმნის, მაგრამ ვერ იმარჯვებს. გოლები უნდა გავიტანოთ."
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
6 თებერვალი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Erti suli maq uotfortan rodis vitamashebt. Shedarebit dzlieri gundiaa da vnaxot shetevashi tamashi rogor gamouvat.
0
№12
ავტორი: Shota Blues
7 თებერვალი 2017 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ფაქტია გუნდი უკეთესად თამაშობს, დიდ ეკრანზე მეღირსა ყურება და დარწმუნებით ვადასტურებ. ამის არ შემჩნევა ხელოვნური სიბრმავე და თავის გამოყრუებაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top