თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 13:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 13
მიკი: "პოგბასგან სასწაულს ნუ ელოდებით"
მხითარიანი თანაგუნდელს იცავს.
მიკი:
ჰენრიხ მხითარიანს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პუბლიკისგან ჭარბ ზეწოლას განიცდის, რადგანაც მისგან სასწაულს ელიან.

23 წლის პოლ პოგბას შესაძენად "იუნაიტედს" მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდის დამყარება მოუხდა.

ტურინში გატარებული 4 წლის შემდეგ ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" მსოფლიო კლასის ფეხბურთელის რანგში დაბრუნდა, მაგრამ კლუბთან დაკავშირებული თითოეული ადამიანი მასზე უფრო დიდ იმედს ამყარებს.

პოგბასადმი მოთხოვნა ყოველ მატჩში სულ უფრო იზრდება, მხითარიანს კი მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ცუდ გავლენას ახდენს მის თანაგუნდელზე, რომელსაც თავისუფლება სჭირდება, რათა დაშვებული შეცდომებიდან ისწავლოს.

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ცოტა უჭირს, რადგან ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და შესაძლოა ფიქრობდეს, რომ უფრო მეტი უნდა შეძლოს, ვიდრე ახერხებს, თუმცა მჯერა, მწვრთნელთან ერთად პრობლემას გადაჭრის და ამას უკვე ცდილობს.

იქნებ ხალხი მისგან რაღაც არაორდინალურს, სასწაულს ელის, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ფეხბურთელი, ადამიანია და ამიტომაც მხოლოდ ისე უნდა ითამაშოს, როგორც შეუძლია და უკეთესიც გახდება,"
- განაცხადა სომეხმა ფეხბურთელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2017 16:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
ციტატა: RojoDiablo
ყველაფერს ეს ფასი შვრება, თორემ პოგბამ ამ სეზონში საქმე მხოლოდ ერთ მატჩში გააფუჭა, დანარჩენში კი მინიმუმ რაღაც ღირებულს მაინც აკეთებდა (სტოკის გარდა, მანდ არც ცუდი გაუკეთებია, არც კარგი). თვითონაც გააფუჭა რამდენიმე მომენტი, მაგრამ გუნდში რეალიზაციის პრობლემა რომ არ იყოს, ახლა პოგბას მინიმუმ 10 საგოლე გადაცემა უნდა ჰქონდეს აქტივში.

კაცურად რამდენჯერ გაარტყა მარტო ძელს ეგ სად ვნახ? და კიდევ ვინმეს თუ აქვს მეტჯერ გარტყმული წელს, საინტერესო სტატისტიკა გამოვა... ეს უიღბლობაა მეტი არაფერი... ისე მე ჰალთანაც დავამატებდი გაფუჭებულ თამაშს, ძალიან ბევრ ორთაბრზოლას აგებდა მაგუაიერთან მარტო ხოლო მეორე ტაიმში უკან რომ დაწია ჟოზემ ეგრევე გამოასწორა თამაში და რამოდენიმე გენიალური პასიც გააკეთა, ანუ მგონია რომ მეორე საყრდენად უნდა დადგეს.

თვითონ პოგბამ ექვსჯერ გაარტყა, ამ სეზონში კი იუნაიტედს სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ აქვს ძელისთვის გარტყმული (17), ოღონდ ეს ყველა ტურნირზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2017 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: RojoDiablo
ყველაფერს ეს ფასი შვრება, თორემ პოგბამ ამ სეზონში საქმე მხოლოდ ერთ მატჩში გააფუჭა, დანარჩენში კი მინიმუმ რაღაც ღირებულს მაინც აკეთებდა (სტოკის გარდა, მანდ არც ცუდი გაუკეთებია, არც კარგი). თვითონაც გააფუჭა რამდენიმე მომენტი, მაგრამ გუნდში რეალიზაციის პრობლემა რომ არ იყოს, ახლა პოგბას მინიმუმ 10 საგოლე გადაცემა უნდა ჰქონდეს აქტივში.

სულ მაგას ვამბოობ ვინატროთ პოგბები ნეტა ეგრე გულით თამაშობდეს ბევრი აქ და ეგეთი ნიჭი და კლასი ქონდეს:))))
0
№13
ავტორი: gela-manutd
5 თებერვალი 2017 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხო მარა ცოტა მეტი მოეთხოვება იმიტო რო შეულია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top