თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" სემედოსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია
ნელსონ სემედო ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" შეიძლება ვიხილოთ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბენფიკას" მარჯვენა მცველ ნელსონ სემედოსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და როგორც პორტუგალიური მედია ირწმუნება, ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" ზაფხულში გადავა.

სემედოსა და მის თანაგუნდელ ვიქტორ ლინფელიოფს დიდი ხანია უკავშირებენ "წითელი ეშმაკების" სახელს.

Noticias Ao Minuto კი იტყობინება, რომ "წითლებმა" 23 წლის ფეხბურთელის თაობაზე 35 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება გააკეთეს და "ბენფიკა" მასზე თანახმაა, თუმცა ფეხბურთელი მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადავა "იუნაიტედში".

ამავე გამოცემის ცნობით, "არწივებს" სეზონის შუაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვა არ სურდათ, რადგანაც გონსალო გედეშის წასვლის შედეგად გუნდის შემადგენლობა ისედაც შესუსტდა.

რაც შეეხება მის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს, სემედომ მედიას მიმართა: "გულშმატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. მე მხოლოდ "ბენფიკაზე" ვფიქრობ და აქ დიდხანს ასპარეზობა მსურს."

წყარო: the sun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
5 თებერვალი 2017 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
არ ვიცი ეს ბიჭი ვინ არის მაგრამ დარწმუნებული ვარ მოურინიო არ შეცდება მის ტრანსფერში. manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top