"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლაუდიო რანიერის გუნდს იცავს და ფიქრობს, რომ "ლესტერის" პრობლემები მიმდინარე სეზონში მოსალოდნელი იყო.
ინგლისის მოქმედი ჩემპიონები წარმატებით ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა პრემიერ ლიგაში ისინი დარჩენისთვის იბრძვიან.
"მელიებს" 2017 წელს მეტოქის კარში გოლი არ გაუტანიათ და თუ ვერც "იუნაიტედთან" მოახერხებენ ამას უახლოესი 75 წუთის განმავლობაში, ანტირეკორდს დაამყარებენ.
თუმცა მოურინიოს მიაჩნია, რომ მოვლენათა ასე განვითარება მოსალოდნელი იყო: "რაც "ლესტერმა" გასულ სეზონში გააკეთა, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა.
არავინ - ისინიც კი - ელოდა რომ ისევ გახდებოდნენ ჩემპიონები. მათი მიღწევა უნიკალურია. არ მიფიქრია, რომ მეორე სეზონშიც შეიძლებოდა ამის გაკეთება, მითუმეტეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობენ.
ჩვენთვისაც და მათთვისაც ძალიან რთული მატჩი იქნება. მაგრამ სრულ პატივისცემას ვგრძნობ იმის მიმართ, რაც გააკეთეს. ვფიქრობ, მომდევნო სეზონი უკეთესი ექნებათ."