"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი ზოგიერთი ფეხბურთელის მენტალიტეტში ეჭვი შეიტანა და მათ მოუწოდა, რომ "კომფორტის ზონა" დატოვონ.
მიუხედავად პრემიერ ლიგაში ნაჩვენები 14-მატჩიანი წაუგებელი სერიისა, ზედიზედ სამმა ფრემ "იუნაიტედი" მეექვსე ადგილზე დატოვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამოაშორა.
მოურინიომ თავისი გუნდის წევრები გააკრიტიკა და შენიშნა, რომ ფეხბურთელებს მის მოთხოვნილებებთან შესაგუებლად უფრო მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
"ჩემს ფეხბურთელებს ძალიან კარგად არ ვიცნობ. არ მეგონა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ამასთან ერთად ცხოვრებისთვის დრო დასჭირდებოდა, რადგან ეს ფეხბურთის ნაწილია და შენი ბუნებრივი მახასიათებელი უნდა იყოს.
ითამაშე მოსაგებად, პასუხისმგებლობა მოსაგებად, ზეწოლასთან გამკლავება მოსაგებად. ეს ყველაფერი შენი ბუნებრივი მახასიათებელი უნდა იყოს. ზოგიერთ ფეხბურთელს კი არ ახასიათებს.
მათ დრო სჭირდებათ იმისათვისაც, რომ მათი კომფორტის ზონა დატოვონ ან იმ მდგომარეობიდან გამოვიდნენ, რომელშიც მიაჩნიათ, რომ უმთავრესი მიზანი გამარჯვება არ არის, ამასაც დრო სჭირდება", - განაცხადა მოურინიომ.