"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა დიდი ხანია არ დამარცხებულა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, ფეხბურთელები და მწვრთნელი იმედგაცრუებული იქნებიან, რომ "ჰალ სიტისთან" მატჩში სამი ქულა ვერ აიღეს, მაგრამ ამან მათი წაუგებელი სერია გაახანგრძლივა, როგორც მინიმუმ.
"წითლები" უკვე 14 მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულან პრემიერ ლიგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნების შიდა ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აქვთ.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე "ბარსელონა" იმყოფება, რომელსაც 13 მატჩია არ განუცდია მარცხი, პრემიერ ლიგის გუნდებს შორის კი "იუნაიტედთან" ერთად ხუთეულში მხოლოდ "ტოტენჰემი" შედის (8 მატჩი).
"იუნაიტედის" წაუგებელი სერია ყველა ტურნირზე 17 მატჩს ითვლიდა, სანამ ლიგის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში "ჰალ სიტიმ" არ სძლია.
მოურინიოს შეგირდები მომდევნო მატჩს "ლესტერ სიტისთან" კვირას გამართავენ და ბუნებრივია, რომ გუნდი არა მარტო მე-15 მატჩის წაუგებლობას, არამედ "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" ოთხეულში მოხვედრაში კონკურენციის გაწევას ეცდება.
წყარო:
goal.com