თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2017, 18:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2356,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელთა მზადყოფნაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ერიკ ბაიი ჯანმრთელია და "ჰალ სიტისთან" მატჩში თამაშს შეძლებს.

აფრიკის თასიდან დაბრუნებულმა ბაიიმ გუშინ "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში "ევერტონის" წინააღმდეგ თითქმის ერთი საათი ითამაშა, სანამ მიკროტრავმის გამო მისი შეცვლა გახდებოდა აუცილებელი.

მოურინიომ თავის პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ 22 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და 2017 წელს "იუნაიტედის" პირველ გუნდში თავისი პირველი მატჩის ჩასატარებლად მზად არის.

"ყოველთვის ბოლომდე ძლიერი გუნდით ვთამაშობთ. გააჩნია, როგორ მიუდგები ამ საკითხს, თორემ ჩვენ ყოველთვის ძლიერი გუნდის გამოყვანას ვცდილობდით.

რა თქმა უნდა, რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც "უიგანთან" არ უთამაშიათ, ზოგიერთმა ფეხბურთელმა კი ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაატარა უკვე - ვალენსიამ, იბრამ და პოგბამ, მაგალითად. ამ ფეხბურთელებმა ბევრ მატჩში ითამაშეს, ამიტომ "უიგანთან" არ იყვნენ, მაგრამ ხვალ ითამაშებენ",
- დაადასტურა მოურინიომ.

"იუნაიტედი" ექვს დღეში მეორედ უპირისპირდება "ჰალ სიტის". პირველი მატჩი "წითლების" მარცხით დასრულდა, თუმცა გუნდი მაინც გავიდა ლიგის თასის ფინალში, ამჯერად კი მოურინიოს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს.

"ბოლოს რომ ვეთამაშეთ, წაგებაც კი კარგი შედეგი იქნებოდა - ერთი ბურთის სხვაობითაც რომ წაგვეგო, ფინალში გავიდოდით.

ხვალ მხოლოდ სამი ქულა იქნება კარგი შედეგი. თუ ვერ მოვიგებთ, მართლაც ცუდი შედეგია, რადგან მატჩებში გამარჯვება გვჭირდება - ამაშია დიდი განსხვავება. გამარჯვება გვჭირდება."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RED_manchester
31 იანვარი 2017 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
აუცილებლად მოსაგები მატჩია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top