ჟოზე მოურინიომ "უიგანთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის რეალური და სავარაუდო კანდიდატები დაასახელა.
წინათ უკვე დაადასტურა, რომ ენტონი მარსიალი და სერხიო რომერო ინგლისის თასის მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ, ამჯერად კი მიანიშნა, რომ უეინ რუნი და ლუკ შოუც შეუერთდებიან მათ.
მწვრთნელს ბასტიან შვაინშტაიგერის შესაძლო მონაწილეობის შესახებაც ჰკითხეს.
"რომეროს ვათამაშებ, შოუს ვათამაშებ, ენტონი მარსიალიც იქნება და უეინ რუნიც.
მარკუს რეშფორდმა და ჯესი ლინგარდმა უკვე ითამაშეს. იმის წინა მატჩში კი ხუან მატა და ჰენრიხ მხითარიანი გამოვიდნენ. მომდევნო შეხვედრაში მარსიალი ითამაშებს. მათ უნდა იბრძოლონ და თავიანთი ასპარეზობით ადგილი მოიპოვონ.
შვაინშტაიგერის მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ბევრი ნახევარმცველი არ გვყავს - ხუთშაბათს სამი მათგანი ვათამაშე. მარუან ფელაინი სათადარიგოთა შორის იყო, ბასტი კი მანჩესტერში დარჩა, ასე რომ, როგორც წესი, გუნდში უნდა იყოს", - განაცხადა მოურინიომ.