თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2017, 02:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3227,
კომენტარები: 17
მოურინიოს ვერდიქტი ფინალში გასვლაზე
მოურინიოს კომენტარი "ჰალ სიტისთან" წაგებული მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი ფინალში გასვლაზე
ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ მოხარულია "უემბლიზე" დაბრუნებით, სადაც მისი გუნდი "საუთჰემპტონს" ლიგის თასის ფინალში დაუპირისპირდება.

"წითლები" ფინალში "ჰალ სიტისთან" ორმატჩიან დუელში გამარჯვების შედეგად გავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ 17-მატჩიანი წაუგებელი სერია "ვეფხვების" წინააღმდეგ დასრულდა, ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 1876 წლის ინგლისის თასის ფინალი გამეორდეს.

ემოციები

"ბედნიერი ვარ. "უემბლიზე" მივდივართ. კენჭისყრის შედეგები ჩვენთვის რთული იყო, რთული მეტოქეები გვერგო, მაგრამ მაინც მოვახერხეთ. იქ ვართ. პრემიერ ლიგის სამი გუნდი დავამარცხეთ, რაც ადვილი არ არის. თამაში ისე დავიწყეთ, რომ შედეგი უკვე განაღდებული გვქონდა, სრულად ვაკონტროლებდით, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და თამაში გაიხსნა, რასთან გამკლავებაც მოგვიხდა. ეს შევძელით."

ლიგის თასის მნიშვნელობა

"ჩემთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტურნირი იქნება, მაგრამ "უემბლი" "უემბლია". ფეხბურთისადმი შეყვარებული პროფესიონალებისთვის "უემბლის" განსაკუთრებული მნიშვნელობა და განცდა აქვს. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ იქ მოხვედრით და ჩვენი ათასობით გულშემატკივრის წაყვანით. ასევე ვფიქრობ, რომ "უემბლიზე" წასვლას არც ისინი დაივიწყებენ ოდესმე."

საუკეთესო მხარდაჭერა გასვლაზე

"საუკეთესოები იყვნენ. დაუჯერებელი! არ ვიცი, ეს სიცივის დამსახურება იყო, ვნების თუ ორივესი, მაგრამ აბსოლუტურად საოცრები იყვნენ. ამ ბრწყინვალე მხარდაჭერის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის."

მორიგი სათასო მატჩი შაბათს

"უიგანთან" მორიგი რთული მატჩი გვექნება. მათ არ უთამაშიათ, დაღლილები არ არიან, მოემზადებიან და უორენ ჯოისი და მისი ფეხბურთელები განსაკუთრებული მოტივაციით გამოვლენ. ახლა სახლში მივდივართ, რასაც სამი საათი დასჭირდება და კვლავ მოვემზადებით. ზოგიერთ ფეხბურთელს შევცვლით და ვიღაც შანსს მიიღებს, გუნდს დასვენებული ფეხები სჭირდება, იმედი მაქვს, ამას შევძლებთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
27 იანვარი 2017 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
რამდენი ხანია აქ აგარ დამიკომენტარებია და არც გირს ხოლმე ისეე, დზაან ბევრია დგეს სული რო მოიტქვეს მაურინიოს მანჩესტერის ყურებიტ და ისევე ფეხბურთის უცოდინრობამ გასჰრაა მატში, კიდე უნდატ ნევილი გიგზი სქოულზი ნიკი ბატი მწვრთნელად, როგორ გისურვოთ ამათი დანიშვნა კაცმა? ლივერპულის ბალრშიკი უნდა ვიყო მაშინ.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
27 იანვარი 2017 11:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უიგანთან უნდა ათამაშოს: შოუ, მატა, მარსიალი, ფოსუ-მენსა, მიკი და ბევრი ცვლილება უნდა გააკეთოს დასვენებული გუნდი გავა მოედანზე
0
№13
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2017 12:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რთული მეტოქეები გვერგო,

რა უნამუსოა
0
№14
ავტორი: უეინ რუნი
27 იანვარი 2017 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
არ უტამაშია მოგებაზეე მაგრად ეკიდა ეს თამაში და სწორიც გააკეთა რატო უნდა ეწვალა გუნდს უბრალოდ ჩაკეტა და მორჩა
0
№15
ავტორი: Temo-Mu
27 იანვარი 2017 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მიდი მოუ gun2
0
№16
ავტორი: Mixito
27 იანვარი 2017 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Auuu amis deda******i aq lives fanebi ichitebian tu raaa ra ar mogwont am kacidan van glis chajmuli gundidan raebs aketebs kaci da kide gigsio da scolzio ki dzmao magrebi arian mara mous riti jobian gundi 4 tasze asparezobs da kide ra gindat ragac ( izvini mara ) ***obebs nu wert
0
№17
ავტორი: DARMIAN
27 იანვარი 2017 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ციტატა: dunkan
მოთმინებით დაველოდები იმ კარგ და კეთილ დროს როცა მანჩესტერს სკოულზი ან გიგზი გაწვრთნის აი ეს არის საბოლოო ვერდიქტი

Shen ragac mtrulad xar ganwyobili manchesteris mimart marto am komentarze ar vambob sxva komentarebshic cuds wer manchesteze
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top