ლიგის თასის ნახევარფინალში "ჰალ სიტისთან" ორი მატჩის ჯამში 2-3 გამარჯვების შედეგად "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.
ჟოზე მოურინიოს გუნდმა "ვეფხვები" პირველ მატჩში 2-0 დაამარცხეს, საპასუხო შეხვედრაში ტომ ჰადელსტოუნის მიერ გატანილი 11-მეტრიანის შედეგად მარცხდებოდნენ, თუმცა პოლ პოგბამ წონასწორობა აღადგინა, რასაც უმარ ნიასემ გვიანდელი გოლი დაურთო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, "იუნაიტედი" ფინალში გავიდა, სადაც 26 თებერვალს "ლივერპულისა" და "საუთჰემპტონის" დაპირისპირების გამარჯვებულს, "წმინდანებს" შეხვდება.
"წითლების" მონაწილეობა ფინალში ნიშნავს, რომ "მანჩესტერ სიტისთან" იმავე დღეს გასამართი დერბი სხვა დროისთვის გადაიდება. ჯერჯერობით მატჩის თარიღი უცნობია, თუმცა დადასტურებისთანავე ინფორმაციას მოგაწვდით.