გარი ნევილმა ენტონი მარსიალს ურჩია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხის მოკიდებას და სტაბილურობის ჩვენებას ეცადოს.
ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე სეზონში ხშირად არის გუნდის სასტარტო შემადგენლობისა და სათადარიგოთა სკამის წევრი. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში კი მან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
ნევილს კი სურს, რომ "მონაკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა უფრო მეტი მიმდევრულობა გამოიჩინოს, რადგანაც მისი თამაში საოცარიდან უინტერესომდე მერყეობს.
"მარსიალი თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს ავლენს. საოცარიდან უინტერესომდე მერყეობს. იმედი ვიქონიოთ, რომ მოუმატებს!
განსაკუთრებულ ფეხბურთელად გახდომისთვის საჭირო ნიჭი აქვს. თამაშისადმი სიყვარული უნდა გამოავლინოს და ეს ასპარეზობისას დაამტკიცოს", - განაცხადა ნევილმა.
ყოფილ მარჯვენა მცველს ლუკ შოუს შესახებაც ჰკითხეს და როცა ჟურნალისტმა შენიშნა, მარსიალისადმი ანტიპატია ხომ არ აქვს, ნევილმა დაამატა: "მომწონს, მაგრამ სხვების მსგავსად მანაც უნდა გამოავლინოს პოტენციალი.
იგივეა ლუკ შოუს შემთხვევაშიც. ორივე მათგანი ძალიან ნიჭიერია".