თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2013, 20:43
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3024,
კომენტარები: 13
გერმანული დრამა ოლდ ტრაფორდზე
მანჩესტერ იუნაიტედი-ბავარია...გულშემატკივრების უმრავლესობას, როდესაც ესმის ამ ორი გუნდის დაპირისპირება, ახსენდება 1999 ჩემპიონთა ლიგის ფინალის არაჩვეულებრივი დასასრული.
გერმანული დრამა ოლდ ტრაფორდზე
მანჩესტერ იუნაიტედი-ბავარია...გულშემატკივრების უმრავლესობას, როდესაც ესმის ამ ორი გუნდის დაპირისპირება, ახსენდება 1999 ჩემპიონთა ლიგის ფინალის არაჩვეულებრივი დასასრული. ზუსტად ის ფინალი, სადაც სერ ალექსის ლეგენდარული გუნდი, რომელიც ახლოს იყო მარცხთან, ორივე ხელით ჩაებღაუჭა მოწინააღმდეგეს ყელში, შემდეგ კი ლიგის თასს.

მე, გულრწფელად მშურს იმ ხალხისა, რომლებმაც პირდაპირ ეთერში უყურა ამ თამაშს. მშურს მათი, რომლებიც ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რომ მათ თვალ წინ იწერებოდა იუნაიტედის ისტორია, რომლებშიც გულშემატკივრებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით. მშურს მათი, რომლების გულში დარჩა ეს უდიდესი ემოცია და დარწმუნებული ვარ ასეთს ვეღარასოდეს ვერ განიცდიან. ჩემამდი ეს მატჩი, მხოლოდ ისტორიის სახით მოვიდა. ისტორია, რომელშიც აღწერილია ოლდ ტრაფორდის ღმერთების თამაში და მოთხრობილია ის, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე. მაგრამ ნამდვილი ემოცია, როდესაც ამას კითხულობ არ ჩნდება.

11 წლის შემდეგ ამ არაჩვეულებრივი ფინალიდან, რომელიც კატალონიურ მიწაზე გაიმართა, ბანერმა "მანჩესტერ იუნაიტედი-ბავარია" როგორც იქნა და დაიკავა საჭირო ადგილი ჩემს გულში.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მაგიური გათამაშება და ოლდ ტრაფორდი ყოველთვის გვაიძულებდა რამოდენიმე საათით დაგვევიწყა ყველაფერი. მე მეგონა, რომ ვარსკვლავებისა და პროჟეკტორების შუქზე შეგვეძლო დაგვენახა ოცნების თეატრი, რომელზეც ასე კარგად გადმოგვცემს ინფორმაციას ბობი ჩარლტონი, რომელსაც დილის 6 საათზე უწევდა გაღვიძება.

და აი, ამ დილა ადრიან, როდესაც ყველა ნორმალური ადამიანი სიზმრებს ხედავს, მე შევუდექი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის ყურებას მანჩესტერსა და ბავარიას შორის. სანამ უკმაყოფილოდ ვკითხულობდი ჩვენი გუნდის შემადგენლობას და თავში ხელს ვირტყამდი იმის გამო, რომ იქ ამოვიკითხე გიბსონი, იუნაიტედმა გამიტანა. ტყვია თავისი იარაღიდან, არ დაიჯერებთ და გიბსონმა გაუშვა. აზრზე მოსვლის უფლება არ მომცა ნანიმ, რომელმაც თავისი სამსახიობო ნიჭი სწორად გამოიყენა და ანგარიში 2-0 გახდა. ჩემი გული ეიფორიითა და ექსტაზით აივსო. ხასიათი არ გამიფუჭა ბავარიის მიერ გატანილმა გოლმაც, იმის გამო რომ ვფიქრობდი, იუნაიტედი შეძლებდა მეორე ნახევარში იგივეს განმეორებას, რაც რომასთან გააკეთა და გაიტანდა 7 გოლს.

თუმცა, შესვენებაზე ვიღაც ბოროტმა გენიოსმა შეცვალა მატჩის სვენარი და მეორე ნახევარში ბევრი რამ შეიცვალა. რაფაელი, რომელმაც აქამდე გერმანელების ყველა შეტევა ჩაშალა, უშვებს შეცდომას, რომელიც ფატალური აღმოჩნდა. მას უკვე ჰქონდა მინაღები ყვითელი ბარათი, მეორემ კი გამოიწვია მისი გასახდელში წასვლა, სადაც საკუთარ თავთან რჩებოდა განკითხვაზე. ვინ გამოვიდა დაცვის გასაძლიერებლად? თქვენ ალბათ იცით, ან უკვე მიხვდით.

წითელმა ბარათმა მწვანე ფერი მისცა ნერვებზე სათამაშოდ. პირველი ტაიმის ეიფორიიდან კვალიც აღარ დარჩა. ბავარიას, მეოთხედ ფინალამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს. ზეგავლენის მიუხედავად, მანჩესტერი საკუთარ თავს არ კარგავს, მშვიდად იცავს კარს და ცდილობს კონტრშეტევებით შეაწუხოს მიუნჰენელები. მაგრამ საშიშროების განცდა შორს არ მიდის. ერთი შეცდომა და ყველაფერი დამთავრებულია...

ჯამში წითლების იმედები დაინგრა. შეცდომა არავის დაუშვია, რობენმა ყველაფერი ამის გარეშეც გააკეთა. მატჩის შემდეგი ვითარება აღარ მახსვს. ალბათ იყო ცვლილებებიც ფერგიუსონის მხრიდან, მაგრამ მათ შორის შერინგები და სოლცკიაერი არ აღმოჩნდა. 3-2. ბავარია გადადის შემდეგ ტურში გასვლაზე გატანილი გოლების ხარჯზე.

თუ თქვენ აქამდე კითხულობთ ამ სტატიას, მაშინ გაგიჩნდებოდათ კითხვა:რატომ მაინცდამაინც ეს თამაში? თამაში, რომელიც შეგვიძლია როგორც ყოველი მარცხი დავიწყებას მივცეთ და შეგვიძლია გავიხსენოთ ბრწყინვალე დერბი ან რომელიმე "ქამბექი"." პირველ რიგში, მე არ მახსენდება ისეთი მატჩი, სადაც იუნაიტედი იმსახურებდა ასეთ მარცხს. მაგრამ ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ იუნაიტედის გულშემატკივრების უმეტესობამ, როდესაც გაიგონა იუნაიტედისა და ბავარიის თამაში, გაახსენდათ ლეგენდარული ტრიუმფი .

ამიტომ, მე მოულოდნელად ველი, როდის შეგვახვედრებს უეფა ბავარიასთან. იქნება მორიგი პიესა, მაგრამ უკვე კარგი დასასრულით.

წყარო-Redevils.ru
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
21 იანვარი 2013 21:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ლაშა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: VaRdo
21 იანვარი 2013 22:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამ თამაშის მერე როგორ გამოვარდით მეც აზზე ვერ მოვდივარ : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Zizou
21 იანვარი 2013 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მგონი ბარსაზე მეტად ბაიერნის დამარცხება მინდა რა...

1/8 ში რეალი
1/4 ში იუვე
1/2 ში ბაიერნი
ფინალში ბარსა
wink ძალიან ბევრს ვოცნებობ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top