"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს უკვე ჰყავს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და უეინ რუნის იდეალური შემცვლელი.
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის აზრით, მარკუს რეშფორდი "იუნაიტედის" პირველი არჩევანი იქნება თავდამსხმელის პოზიციაზე, როგორც კი იბრაჰიმოვიჩი და რუნი კარიერას დაასრულებენ ან კლუბს დატოვებენ.
35 წლის იბრაჰიმოვიჩის და 31 რუნის ჩანაცვლება ადრე თუ გვიან ჩასანაცვლებლები იქნებიან, ოუენს კი 19 წლის რეშფორდი ამის უნარის მქონედ მიაჩნია.
"უეინი და იბრაჰიმოვიჩი მალე დაასრულებენ კარიერას და საკითხავია, ვინ დაიკავებს ცხრიანის ადგილს?
დიდი დრო აღაა დარჩენილი იქამდე, სანამ ეს ორი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდასხმის ხაზში არ იქნება და საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ ვინ იქნება შემდეგი ადამიანი, ვინც მათ როლს შეითავსებს.
ერთ-ერთი ასეთი რეშფორდია. ვფიქრობ, ახლა სულელური იქნებოდა მისი წინ გადაყვანა, მაგრამ მისი ჯერი რომ დადგება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცხრიანის როლს მრავალი წლის განმავლობაში შეასრულებს", - განაცხადა ოუენმა.