"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის, ერიკ ბაიის ნაკრები აფრიკის თასის გათამაშებას გამოეთიშა.
"სპილოები" C ჯგუფში ტოგოს, მაროკოსა და კონგოს ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდნენ და სამი მატჩის შემდეგ მესამე ადგილს დასჯერდნენ.
ბაიიმ სამივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა, მაგრამ მის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერცერთ მათგანში ვერ დაეხმარა. კოტ დ'ივუარელებმა კონგოსა და ტოგოს ნაკრებებთან პირველ ორ ტურში ორი ფრე ითამაშეს, რომ 2-2 და 0-0 შესაბამისად, დასკვნით მატჩში მაროკოელებთან 1-0 დამარცხდნენ.
შედეგად, კოტ დ'ივუარი ჯგუფში ჩარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიი "იუნაიტედს" უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.