თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 21:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2978,
კომენტარები: 16
განსაკუთრებული კვირა იწყება
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
განსაკუთრებული კვირა იწყება
სალამი ყველას,

განსაკუთრებულ კვირას ვიწყებთ. განსხვავებულია, რამეთუ ორი მატჩი გვაქვს, მაგრამ მათგან არცერთი არაა პრემიერ ლიგის ტური. ჯერ ლიგის თასი, შემდეგ ინგლისის თასი. ორი სხვადასხვა გამოწვევა, რომელთაც ერთნაირი დამოკიდებულებითა და აზრით ვხვდებით: ორივე მათგანის მოგება.

უკან ვიხედები და ვხედავ, რომ ზედიზედ 17 მატჩია არ დავმარცხებულვართ. უმეტესობა მათგანი კარგი გამარჯვება იყო, რამაც გაგვაბედნიერა, თუმცა რამდენიმე რთულად შესაგუებელი ფრე გვქონდა.

ასე მოხდა შაბათს სტოკში, სადაც ერთი ქულა ავიღეთ უეინ რუნის შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით. მინდა, უეინს კიდევ ერთხელ მივულოცო. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მის გამო ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ გოლს გაიტანს და თავის საოცარ სტატისტიკას გააუმჯობესებს.

თუმცა, მატჩმა მწარე გემო დამიტოვა. პირველ ყოვლისა, ვერ მოვიგეთ. სამი ქულის ასაღებად საკმარისი შანსები შევქმენით და გვაგიჟებს იმის ხილვა, რომ ბურთს კარში შესვლა არ უნდა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ იმდენად უიღბლო ხარ, ავტოგოლს იტან, როცა ამის თავიდან არიდებას ცდილობ.

პირადად მე არ მახსენდება, ბოლოს როდის გავიტანე ავტოგოლი; საერთოდ, მგონია, რომ ეს პირველი შემხვევაა. ვიცი, რომ ეს შემთხვევით ხდება, მაგრამ როცა ხდება, გულს გტკენს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფეხბურთია და როგორც ყოველთვის, მოტივირებულები, მონდომებული უნდა დავრჩეთ და ასე გავაგრძელოთ.

ვამთავრებ. გმადლობთ თქვენი თბილი შეტყობინებებისთვის, რომლებიც გამომიგზავნეთ, განსაკუთრებით, შაბათის მატჩის შემდეგ. სასიამოვნო კვირას გისურვებთ.

გეხვევით,

ხუანი
მატას ბლოგი
16 კომენტარი
№11
ავტორი: Mixito
24 იანვარი 2017 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: Phil Jones
აი ხო გაიტანა ავტოგოლი და თან ცარიელ კარშიც ვერ შეაგდო, მაგრამ 1 წამით არ მქონია ამაზე აგრესია, ალბათ ყველაზე კაი ტიპია ეს მანჩესტერში, როგორც მოთამაშე შეიძლება რამოდენიმე კაცი ჯობია, მაგრამ ნამდვილად ჩემი ფავორტია მატა! პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ კარგი ადამიანია, ნუ შეიძლება ამაშიც ვინმე ჯობდეს მაგრამ ამას მოაქვს ხალხთან ეს!

Getanxmebi dzma
0
№12
ავტორი: shotkin
24 იანვარი 2017 02:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Mixito
ციტატა: Phil Jones
აი ხო გაიტანა ავტოგოლი და თან ცარიელ კარშიც ვერ შეაგდო, მაგრამ 1 წამით არ მქონია ამაზე აგრესია, ალბათ ყველაზე კაი ტიპია ეს მანჩესტერში, როგორც მოთამაშე შეიძლება რამოდენიმე კაცი ჯობია, მაგრამ ნამდვილად ჩემი ფავორტია მატა! პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ კარგი ადამიანია, ნუ შეიძლება ამაშიც ვინმე ჯობდეს მაგრამ ამას მოაქვს ხალხთან ეს!

Getanxmebi dzma

ხო აგრესია რატო უნდა გვქონდეს ამრ აშკარად მაგან და მხიტომ ჩააგდეს თამაში და მატას ავტოგოლს და აცილებულს არვგულისხმობ სიედაც სუსტად გამოიყურებოდნენ და კარგი იქნება თუ ხშირად იქნება ფორმაში ეგ ორი საერთოდ ჩვენ სიეთი ფეხბურთელები გვყავს უკვე რო მარსიალი მატა მხიტო პოგბა იბრადან 2ც რო ფორმაში იყოს ის თამაში მოიგება
0
№13
ავტორი: stepno
24 იანვარი 2017 04:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Genacvala chvenc gexvevit xuaan
0
№14
ავტორი: MEMPHIS 7
24 იანვარი 2017 07:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ათიაბზე ათამაშოს რაიქნება ერთიპერიოდი გოლები გაქონდა სულ მაგრამ სკამზე ვინ გადავა ალბათ კერიკი ან ერერა ორივე მეცოდება სკამისთვის მაგრამ მატაც ცოდვააა
0
№15
ავტორი: giorgi_mg
24 იანვარი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ხუან შენ მაგაზე არ იდარდო, ჩვენ იუნაიტედის ფანები ვართ და გვესმის ყველაფერი შესანიშნავად
0
№16
ავტორი: Temo-Mu
25 იანვარი 2017 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მატას ავტოგოლის გამო არავის განსჯის და საერთოდ ყველაზე გულიანიდა მშრომელი თუ არა ერთ-ერთი მაინც არის და ცდილობს რომ გუნდს რაიმე შემატოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top