თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 00:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2303,
კომენტარები: 12
მოურინიო: "რუნი "იუნაიტედის" ლეგენდაა"
ჟოზე მოურინიო გუნდის კაპიტნის მიღწევას გამოეხმაურა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ უეინ რუნის, რომელმაც "სტოკ სიტისთან" გატანილი გოლით "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მიინიჭა, კლუბის ლეგენდა უწოდა.

"ბეტ365" სტადიონზე 31 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით "წითლების" რიგებში თავისი 250-ე გოლი გაიტანა 546 მატჩში - ერთით მეტი, ვიდრე ყოფილმა რეკორდსმენმა ბობი ჩარლტონმა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ თავისი კაპიტანი შეაქო: "რეკორდი რეკორდია. ეს არის ინგლისის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის რეკორდი. აქამდე ამ რეკორდის მფლობელი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა იყო. ახლა კი უეინი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა.

"სტოკის" მთავარ მწვრთნელს, მარკ ჰიუზს, რომელმაც "წითლებთან" ერთად ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, სჯერა, რომ რუნის რეკორდს ვეღარავინ დაამხობს.

"საოცარი შედეგია და მას ვერავინ დაამხობს. 40 წელზე მეტი დასჭირდა სერ ბობის რეკორდის დამხობას, რაც დასტურია იმისა, თუ რამდენად მაღალი მნიშვნელობის იყო ეს მიღწევა", - განაცხადა ჰიუზმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
22 იანვარი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერთი სული მაქ როდის ათამაშდება ძველებურად არადა 31 წელი ჯერ არაფერი არაა რაა აგერ იბრას რო უყრებ საერთოდ მივხვდი რო 40 წლამდეც შეიძლება თამაში wink
0
№12
ავტორი: giorgi kandelakisvili
22 იანვარი 2017 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ის ჩემი ლეგენდააა manunited

ციტატა: giorgi kandelakisvili
ის ჩემი ლეგენდააა manunited

და ასევე თითოეული თქვენგანის

ციტატა: MEMPHIS 7
რეშფორდს თუ ათამაშებს იქნებ მოახერხოს მაგ ბიჭმაც

249 გოლზე რომ ავა წავიდეს რადგან რუნის ცჰემ ცხოვრებაში არავინ არ შეცვლის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top