თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2411,
კომენტარები: 13
რატომ გააქვს "იუნაიტედს" გვიანდელი გოლები
მოურინიო ახსნა, თუ რატომ გააქვს მის გუნდს გვიანდელი გოლები.
რატომ გააქვს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში მატჩის მიწურულს გოლების გატანას მოუხშირა და ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის, რადგანაც მისი გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო მატჩი "ლივერპულთან" ფრედ 1-1 დაასრულეს, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 84-ე წუთზე გატანილი თავური გოლით ანგარიში გაათანაბრა. ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა გუნდმა ბოლო თვეებსა და კვირებში ტრადიციად ქცეული მატჩის მიწურულს გატანილი გოლი გაიმეორა.

სხვა მაგალითებს "კრისტალ პალასთან" 88-ე წუთზე იბრას გოლი, ენტონი მარსიალისა და პოლ პოგბას მიერ 85 და 86-ე წუთზე "მიდლსბროს" კარში გატანილი გოლები, პლუს ფელაინის მიერ "ჰალ სიტის" კარის აღება წარმოადგენს.

კარინგტონზე გამართული ვარჯიშის შემდეგ მოურინიო "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ გვიანდელი გოლები გუნდის თავდადების დამსახურება და მისი სურვილის - მატჩის მიწურულს მეტოქის დაცვაზე ზეწოლა მოახდინოს - შედეგია.

"გვიანდელი გოლებიც გაგვიშვია და როცა "არსენალთან", "ევერტონთან" მატჩი მახსენდება, უნდა ვთქვა, რომ ოთხი ქულა დავკარგეთ ბოლო წუთებზე, რაც არ დაგვიმსახურებია. მაგრამ კი, ბოლო დროს გვიანდელ გოლებს ვიტანთ და ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანი იყო: გამარჯვება "კრისტალ პალასთან", მეორე გოლი "ჰალთან", გამარჯვება "მიდლსბროსთან", გოლი "ლივერპულთან".

გუნდი ბოლომდე იბრძვის როცა ბოლომდე იბრძვი, ზურგს გულშემატკივარი გიმაგრებს, რომელთაც სჯერათ, ყველას სჯერა, რომ ეს მოხდება. ასე იმის გამოც ხდება, რომ მცველების შემცირებით ვრისკავ. "მიდლსბროსთან" კრის სმოლინგი გავიყვანეთ თამაშიდან. "ლივერპულთან" ბოლო მატჩში მატეო დარმიანი გავიყვანეთ.

ხშირად ვრისკავთ, ამიტომ ერთ დღეს ცუდად შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი. მაგრამ აგებ ერთი ბურთის სხვაობით თუ ხუთით, ჩემი მენტალიტეტის თანახმად, გულშემატკივარს შედეგისთვის ბრძოლის ხილვა სურს და ამის გამო რისკის გაწევა პრობლემა არ არის. ერთ დღეს თუ ამის გამო დავისჯებით, დავისაჯოთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
21 იანვარი 2017 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვაა ფელაინი გასაგებია კარგი კრაუჩს უნდა სდიოს სტანდარტებზე მაგრამ ამ მარსიალს რა ჭირს რა უდროოდროს იცის გაქრობა,ძალიან უხერხული მეტოქეა აი ძალიან
რამენაირად უნდა დავაფხრიჭოთ ბურთი თავზეეეე
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2017 18:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლივერპილმა წააგო და კარგი შანსი გვაქ
0
№13
ავტორი: თემური
21 იანვარი 2017 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ლუზერებმა გაასხეს იმედია სიტიც წააგებს და გადავასწრებთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top