თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2523,
კომენტარები: 13
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ თამაშობს შოუ
ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა მცველის მდგომარეობაზე საუბრობს.
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ თამაშობს შოუ
მემფის დეპაიმ და მორგან შნეიდერლინმა უკვე დატოვეს კლუბი და მედია ირწმუნება, რომ მათ გზას ლუკ შოუც შეიძლება დაადგეს ზაფხულში.

ფეხის ორმაგი მოტეხილობის შემდეგ მარცხენა მცველს სათანადოდ დაბრუნება გაუჭირდა და მისი ბოლო მატჩი 30 ნოემბერს "ვესტ ჰემთან" ლიგის თასის ნახევარფინალში შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ შოუ გამოჯანმრთელდა, ის "ლივერპულთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

როცა ჰკითხეს, ტრავმა იყო თუ არა მიზეზი იმისა, რომ ინგლისელი არ თამაშობს, მოურინიომ უპასუხა: "რა თქმა უნდა. ეს არის ძირითადი მიზეზი.

გუნდში უნდა გყავდეს ის ფეხბურთელები, რომლებმაც უფრო მეტი წუთი მიიღეს, უფრო კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან.

და ლუკ შოუს შემთხვევაში, იმ მატჩშიც კი, რომელშიც მზად იყო და მატჩი სასტარტოში დაიწყო, "რედინგთან" 90 წუთი უნდა ეთამაშა, დილით ავად გახდა და თამაში არ შეეძლო.

ასე რომ, იმ მატჩშიც კი, სადაც უნდა დაბრუნებულიყო, ვერ შეძლო. შოუს რთული პერიოდი აქვს."


წყარო: skysports
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოუ შოუს გვერდში დგომა ჭირდება ისიც პატარაა და ბევრი ტრამვა გადაიტანა
0
№12
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Darwmunebuli var dzalian male luki daibrunebs formas
0
№13
ავტორი: irakli87
21 იანვარი 2017 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ლუკის იმედი მე არ მაქვს. წლებია სულ რაღაც აწუხებს. არარის სტაბილური. შესაცვლელია აშკარად, ამის იმედზე მტერი იყოს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top